ეკონომიკა: აშშ უფრო აქტიურად უნდა ეხმარებოდეს ევროპას - კონდოლიზა რაისი | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ უფრო აქტიურად უნდა ეხმარებოდეს ევროპას გაჭიანურებული სავალო კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში, ვინაიდან ევროპა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, მიაჩნია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექს-უფროსს კონდოლიზა რაისს. „აშშ ევროპით დაკავებული, დაკავებული და კიდევ ერთხელ დაკავებული უნდა იყოს ახლა“, - განუცხადა მან გამოცემა Wall Street Journal-ს და თან აღნიშნა, რომ ამ პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტრო, არამედ სხვა უწყებებიც - სახელმწიფო დეპარტამენტი, ვაჭრობის სამინისტრო და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროც კი. მანამდე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ევროპა ევროზონის ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად უნდა შეიკრას. ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიის ახალი პროგრამის მიხედვით რეფერენდუმის ჩატარების სურვილი გამოთქვა. შესაძლო პლებისციტმა უკვე მოახდინა ბერძნული მთავრობის დესტაბილიზაცია და მსოფლიო ბაზრების მკვეთრი დაცემა გამოიწვია. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი იმედს ამყარებენ ათენის მიერ ათი წელი მკაცრი ეკონომიის სანაცვლოდ ვალის ნაწილის ჩამოწერის შესახებ მიღწეული შეთანხმებულბების დაცვაზე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3809.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.