aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ანტიკორუფციული სისტემის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამართა გამოკვლევის პრეზენტაცია, რომელიც „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებას“ უკავშირდება. როგორც ანგარიშის ავტორმა - ორგანიზაციის უფროსმა ანალიტიკოსმა ერეკლე ურუშაძემ განაცხადა, გამოკვლევის ფარგლებში იმ 12 მთავარი ინსტიტუტის ძალის ანალიზი განახორციელეს, რომლებსაც კეთილსინდისიერი მართვისა და კორუფციის აღკვეთის დამყარებაში საკვანძო როლი აკისრიათ. 100-ქულიანი სკალის მიხედვით ინსტიტუტები თავიანთი ძალის მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: 1-ლი ადგილი - აღმასრულებელი ტოტი (69.4 ქულა); მე-2 - სამართალდამცავი უწყებები (68.1 ქულა); მე-3 - სახალხო დამცველის აპარატი (63.9); მე-4 - კონტროლის პალატა (62.8); მე-5 - პარლამენტი (54.2); მე-6 - ბიზნესი (50.7); მე-7 - საჯარო სამსახური (50); მე-8 - პოლიტიკური პარტიები (47.9); მე-9 - საამომრჩევლო ადმინისტრაცია (47.2); მე-10 - მედია (45.8); მე-11 - სასამართლო (43.8); მე-12 - სამოქალაქო საზოგადოებრიობა (40.3 ქულა). გამოკვლევის ასეთი შედეგების გათვალისწინებით ორგანიზაციამ რამდენიმე დასკვნა გააკეთა.



ურუშაძის თქმით, 2003 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლებები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები და გაუმჯობესდა შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.


„პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტის შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა დონეებზე არსებობს თანამდებობრივი უფლებამოსილებების ბოროტი გამოყენების მაღალი რისკი. სისუსტით ზოგიერთი სხვა ინსტიტუტიც გამოირჩევა, მათ შორისაა პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოებრიობა და მედია. ბოლო წლებში საქართველოში კეთლსინდისიერი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით არა ერთი საკანონმდებლო ნორმა იქნა მიღებული. მაგრამ პრაქტიკაში ეს ნორმები ყოველთვის არ ხორციელდება სრულფასოვნად“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რამდენიმე რეკომენდაცია მთავრობისთვისაც შეიმუშავა. მათ შორისაა აღმასრულებელი ტოტის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება პარლამენტისა და სასამართლოს გაძლიერების გზით, ასევე პოლიტიკური პარტიების გაძლიერება, პოლიტიკური პლურალიზმი, პრობლემების აღმოფხვრა საამომრჩევლო სისტემაში და პირობების შექმნა თანაბარი კონკურენციისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაცია ურჩევს ხელისუფლებებს, მეტი დრო დაუთმონ მიღებული კანონების პრაქტიკაში განხორციელებას. გამოკვლევა 2009-2011 წლებში ტარდებოდა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3736.html
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:17 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ანტიკორუფციული სისტემის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian