პოლიტიკა: ეშტონი: საქართველომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაში დადებითი წვლილი შეიტანა | საქართველოს ამბები | ||
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში კეტრინ ეშტონი კმაყოფილებას გამოთქვამს ქართული მხარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მსო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს ეხება და აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა ყველა მხარისთვის არის მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ეშტონმა დღეს, 16 ნოემბერს, თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის მსო-ში გაწევრიანებაში დადებითი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა ეშტონმა. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზეც ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობის თაობაზე და აღნიშნა, რომ „პროგრესი ამ საქმეში და სწრაფი განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის“. რაც შეეხება ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს, ეშტონის ინფორმაციით, მომავალი წლის გაზაფხულზე ტექნიკურ საკითხებზე დისკუსიები გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ დისკუსიების შედეგი დადებითი იქნება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3928.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 ნოემ. 2011, 19:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.