| ლონდონი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალს ახალი ფულადი ზონის შექმნაში ეძებს | | მსოფლიოს ამბები |
ევროს ზონაში არსებულმა სავალო კრიზისმა შეიძლება სერიოზულად შეარყიოს ევროკავშირის საძირკველი. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა უფროსმა დევიდ ოუენმა იმ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც სავალუტო კავშირში არ შედიან, შესთავაზა საკუთარი „არა-ევროჯგუფის“ (აეჯ) შექმნა, რომელიც ევროკავშირის საკვანძო ორგანო გახდება. ექსპერტები ამგვარი გაერთიანების ეფექტურობაში ეჭვი ეპარებათ. სტატიაში „დრო დადგა რადიკალური პროექტისათვის ახალი ევროპისათვის“, რომელიც The Financial Times-შია გამოქვეყნებული, ბატონი ოუენი ასეთი კავშირის პლუსებს აღწერს. ჯერ ერთი, პოტენციურ აეჯ-ს ჩამოაყალიბებს ათი ქვეყანა - ევროკავშირის წევრი შედარებით სტაბილური ეკონომიკით, ერთიანი ვალუტის მქონე ქვეყნებთან შედარებით. ასე, ინგლისში, შვედეთსა და დანიაში გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე გერმანული ბონდების მიხედვით. მეტიც, ჩეხეთის ეროვნული ბანკის მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ცენტრალურ ბანკში, ხოლო ეკონომიკის ზრდის მიხედვით რეგიონში პოლონეთი ლიდერობს.
|
განათავსა - Drakula | 13 ოქტ. 2011, 17:41 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| პავლე ყუბლაშვილი: პუტინის ფული საქართველოში პოლიტიკის კეთებას ვერასდროს შეძლებს | | საქართველოს ამბები |
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გაიზარდოს, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს პავლე ყუბლაშვილს, იუწყება “GHN“. „ვფიქრობ, რომ საქართველოში არასდროს გაკეთდება პოლიტიკა პუტინის მიერ ნასესხები ან მიცემული ფულით. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ და ყველა ძალ-ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან დავიცვათ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისთვის. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები ფინანსირდება და ეს დაფინანსება უნდა გაიზარდოს. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს მიბმული რუსულ კაპიტალთან“, - თქვა დეპუტატმა.
|
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:24 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| კიევში ტიმოშენკოს მომხრეები დააკავეს | | მსოფლიოს ამბები |
მილიციის თანამშრომლებმა ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს მომხრეები დააკავა, რომლებიც კიევში, პეჩერსკის სასამართლოსთან შეიკრიბნენ. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, სამართალდამცავ ორგანოებში დაკავებულთა რიცხვზე არ საუბრობენ. ხოლო БЮТ–ის დეპუტატის თქმით, მილიციის განყოფილებაში სამი ადამიანი მიიყვანეს.
|
განათავსა - consul | 11 ოქტ. 2011, 19:22 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|