aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 კალიფორნიაში იარაღის საჯაროდ ტარება აკრძალეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კალიფორნიის ხელისუფლებამ შტატის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის საჯაროდ ტარება აკრძალა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.



გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 2012 წლის 1–ლი იანვრიდან საჯარო ადგილებში იარაღის ტარება, მაშინაც კი თუ ის დადეტინილი არაა, ერთწლიანი პატიმრობით ან ათას დოლარიანი ჯარიმით დაისჯება. კანონი არ ეხება მონადირეებს, ასევე სხვა ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ოფიციალური თანხმობა სამსახურში ატარონ იარაღი, მაგალითად პოლიციელებს.


კანონპროექტის ავტორი ენტონი პორტატინო გახლავთ, რომელიც სენატორია დემოკრატიული პარტიიდან. მისი თქმით, კანონი პროფილაქტიკურ ხასიათს ატარებს და ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ დანაშაულთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. "კალიფორნია ველური დასავლეთი არ არის. აქ არ არი საჭირო იარაღი, რომ ჩიზბურგერი იყიდო,"–განაცხადა პორტატინომ.


პორტატინოს ინიციატივამ იარაღების მფლობელების კრიტიკა გამოიწვია. 2011 წლის აპრილიდან, როდესაც კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მთელი რიგი აქციები გამართეს, კერძოდ, საჯარო ადგილებში დემონსტრატიულად გამოჩნდნენ დაცლილი  იარაღებით.


კალიფორნია მეხუთე შტატი გახდა, სადაც ასეთი აკრძალვა შემოიღეს. მანამდე იარაღის საჯაროდ ტარება აიკრძალა ფლორიდანში, ილინოისში, ოკლაჰომსა და ტეხასში. ამერიკის 33 შტატში იარაღის საჯაროდ ტარებისთვის ნებართვა აუცილებელია.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3635.html
განათავსა - consul | 11 ოქტ. 2011, 19:23 | ახალი ამბები »
 

"კალიფორნიაში იარაღის საჯაროდ ტარება აკრძალეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 სექტემბერი 2024
  • English Georgian