ეკონომიკა: ლონდონი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალს ახალი ფულადი ზონის შექმნაში ეძებს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() მეორეც, ნაბიჯი გადაიდგებოდა აეჯ-ის ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და მთავრობების თანამშრომლობის განმტკიცებისკენ. ამას გარდა, პროექტი საშუალებას მისცემდა, უზრუნველყოფილიყო ევროს ზონიდან გამოსვლის მექანიზმი იგივე საბერძნეთის უბრალოდ გადასვლის გზით სხვა კავშირში „სახის დაკარგვის“ გარეშე. „აეჯ-ის შექმნა საშუალებას მისცემს, დაწესდეს უფლებები და ვალდებულებები ევროზონის არაწევრებისთვის, ასევე აღმოფხვრის ევროპაში გამეფებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ევროზონაში არ შედიან, ევროკავშირის მხოლოდ მეორეხარისხოვანი მოქალაქეებია“, - დარწმუნებულია ბატონი ოუენი. ჯერჯერობით კი აგდებული დამოკიდებულება სავალუტო კლუბის არაწევრების მიმართ გამოიხატება იმაში, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი აუცილებლად მიიჩნევს წელიწადში ორჯერ სამიტების ჩატარებას ევროზონის საქმეების მიხედვით, დანარჩენი წევრები კი, ფაქტობრივად, ევროპოლიტიკისაგან გარიყულები რჩებიან. თუმცა, ექსპერტებს ევროზონის ალტერნატივის გაჩენაში ეჭვის ეპარებათ. „კოალიცია, რომელიც პერსპექტივაში ევროკავშირში ვეტოს უფლებას მიიღებდა, ეფექტური მხოლოდ საკმარისი პოლიტიკური წონისა და საერთო მიზნების არსებობის შემთხვევაში იქნებოდა. ჯერჯერობით ეს ორი პირობა მიუღწეველია. ამ ეკონომიკებიდან ვერც ერთს შეუძლია საფრანგეთს ან გერმანიას რაიმე დაუპირისპიროს. გარდა ამისა, აეჯ-ის შესაძლო წევრების პოზიციები სავალუტო ინტეგრაციის საკითხში მაინც განსხვავდება“, - უთხრა РБК daily-ს ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) პროფესორმა ალბრეხტ რიტშლმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3639.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ოქტ. 2011, 17:41 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.