პოლიტიკა: კიევში ტიმოშენკოს მომხრეები დააკავეს | მსოფლიოს ამბები | ||
მილიციის თანამშრომლებმა ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს მომხრეები დააკავა, რომლებიც კიევში, პეჩერსკის სასამართლოსთან შეიკრიბნენ. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, სამართალდამცავ ორგანოებში დაკავებულთა რიცხვზე არ საუბრობენ. ხოლო БЮТ–ის დეპუტატის თქმით, მილიციის განყოფილებაში სამი ადამიანი მიიყვანეს. "РБК-უკრაინა" იუწყება, პეჩერსკის სასამართლოსთან დაახლოებით სამი ათასი ადამიანი შეიკრიბა. იქ იმყოფებიან როგორც ტიმოშენკოს მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მანამდე ტიმოშენკოს მომხრეებმა კრეშატიკის ქუჩა გადაკეტეს, თუმცა "უკრაინის ახალი ამბების" ბოლო ინფორმაციის თანახმად, მილიციის ძალებისა და "ბერკუტის" სპეციალური დანაყოფების მეშვეობით ისინი გზიდან გადაიყვანეს. სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, წესრიგს პეჩერის სასამართლოსთან სამართამდამცავი ორგანოს ათასი თანამშრომელი უზრუნვეყოფს. პეჩერის სასამართლომ იულია ტიმოშენკოს თავისუფლება 7 წლით აღუკვეთა. იგი რუსეთთან გაზის კონტრაქტების დადებისას უფლებამოსულების გადაჭარბებაში დაადანაშაულეს. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3634.html
| |||
განათავსა - consul | 11 ოქტ. 2011, 19:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.