| ცნობილმა ჟურნალმა წლის ქალი აირჩია | | მსოფლიოს ამბები |
ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი მიიღებს ჟურნალ Billboard-ის პრემიას „წლის ქალი“, შეტყობინებულია გამოცემის საიტზე. დაჯილდოების ცერემონია 2011 წლის 2 დეკემბერს ნიუ-იორკში ჩატარდება. 21 წლის სციფტი გახდება ყველაზე ახალგაზრდა იმ შემსრულებლებს შორის, რომლებსაც ეს პრემია აქვთ მიღებული. ადრე აღნიშნული ჯილდო მიიღეს სიარამ, Black Eyed Peas-ის მონაწილემ ფერგიმ და ბეიონსემ.
|
განათავსა - Drakula | 13 ოქტ. 2011, 17:48 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ჰილარი კლონტონმა პოლიტიკური კარიერის დასრულება გადაწყვიტა | | მსოფლიოს ამბები |
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამას მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ თავისი თანამდებობის დატოვებას აპირებს. ინტერვიუში, რომელიც მან სამშაბათს, 11 ოქტომბერს, სააგენტო Associated Press-ს მისცა, კლინტონმა ასევე თქვა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში შემდგომ მუშაობაში დაინტერესებული არ არის და ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დაბრუნებას ელოდება.
|
განათავსა - Drakula | 13 ოქტ. 2011, 17:47 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| გამოიგონეს უნიკალური საღეჭი რეზინი | | მსოფლიოს ამბები |
საღეჭი რეზინი აუცილებლად როდი უნდა იყოს მავნე ნაგავი ორგანიზმისთვის - ეს ცოტა ხნის წინ გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომლებმაც შეიმუშავეს უნიკალური საღეჭი რეზინი პრობიოტიკებით, რომელიც პირის ღრუზე დადებით ზემოქმედებას ახდენს და კარიესის პროფილაქტიკას უწყობს ხელს. პრობიოტიკებს განეკუთვნება ლაქტობაქტერიები და ბიფიდუმბაქტერიები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და მათ მრავალი პროდუქტი შეიცავს.
|
განათავსა - Drakula | 13 ოქტ. 2011, 17:46 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| მეცნიერებმა ოპტიმისტთა საიდუმლო გაარკვიეს | | მსოფლიოს ამბები |
მეცნიერებმა გაარკვიეს ის, თუ რა აძლევს საშუალებას ოპტიმისტებს, ყოველთვის შეინარჩუნონ პოზიტიური შეხედულება სხვადასხვა რაღაცებზე, მაშინაც კი, როდესაც გარემოებები არასანუგეშო შედეგზე მეტყველებს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ექსპერტთა თქმით, ადამიანის ტვინი ძალიან კარგად ამუშავებს პოზიტიურ ამბებს, რომლებიც მომავალს ეხება. ზოგიერთი ადამიანი პრაქტიკულად მთლიანად აიგნორებს ნეგატიურ მომენტებს.
|
განათავსა - Drakula | 13 ოქტ. 2011, 17:45 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|