aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ეს საინტერესოა: გამოიგონეს უნიკალური საღეჭი რეზინი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საღეჭი რეზინი აუცილებლად როდი უნდა იყოს მავნე ნაგავი ორგანიზმისთვის - ეს ცოტა ხნის წინ გერმანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომლებმაც შეიმუშავეს უნიკალური საღეჭი რეზინი პრობიოტიკებით, რომელიც პირის ღრუზე დადებით ზემოქმედებას ახდენს და კარიესის პროფილაქტიკას უწყობს ხელს. პრობიოტიკებს განეკუთვნება ლაქტობაქტერიები და ბიფიდუმბაქტერიები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და მათ მრავალი პროდუქტი შეიცავს.



ასეთი ცოცხალი მიკროორგანიზმები ახალ საღეჭ რეზინშიც მოიპოვება - საღეჭი რეზინი, რომელიც ცოცხალი ბაქტერიებით არის გამდიდრებული, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან ბრძოლას და, გარდა ამისა, კარიერის წარმოშობის რისკს ამცირებს, ვინაიდან ბიფიდუმბაქტერიები წარმატებით ებრძვის სტრეპტოკოკებს, რომლებიც კბილის ემალს უერთდება და მის დაზიანებას იწვევს. სტეპტოკოკული ინფექციის ზემოქმედებით ემალი ინგრევა, რადგან სტრეპტოკოკების წყალობით შაქარი გარდაიქმნება მჟავად, რომელიც კბილების მთლიანობას არღვევს. პრობიოტიკები კომპანია BASF-ის მეცნიერებმა არა მხოლოდ საღეჭ რეზინში დაამატეს - გერმანიაში ცოტახნის წინ გამოუშვეს კბილის პასტა და სითხე პირის გამოსავლებად, რომელიც რაღაც რაოდენობის პრობიოტიკებს შეიცავს.


ცოცხალი ბაქტერიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიკროფლორების დისბალანსს აღადგენს, ამცირებს დისბაქტერიოზისა და სხვა ნაწლავების დაავადებების წარმოქმნას. საღეჭი რეზინი უკვე გასინჯა მოხალისეთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობაზე დათანხმდნენ. მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ პრობიოტიკების შემცველი რეზინის რეგულარული ღეჭვა პირის ღრუში სტრეპტოკოკების დონეს ამცირებს, შესაბამისად, კარიერის ხარისხიანი პროფილაქტიაა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3648.html
განათავსა - Drakula | 13 ოქტ. 2011, 17:46 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: გამოიგონეს უნიკალური საღეჭი რეზინი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 სექტემბერი 2024
  • English Georgian