aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 პოლიტიკა: თარგამაძე ურჩევს ივანიშვილს, თავი შეიკავოს პატარკაციშვილის ხსენებისაგან ნებისმიერ კონტექსტში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე ურჩევს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, თავი შეიკავოს ბადრი პატარკაციშვილის ხსენებისაგან ნებისმიერ კონტექსტში. როგორც თარგამაძე ირწმუნება, „ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ განადგურებასა და ტელეარხ „იმედის“ „ჩაძირვაში“ მიხეილ სააკაშვილს სწორედ ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა და აძლიერებდა მას ფინანსურად პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“.



„სწორედ ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა, აძლევდა მას ფულს იმედის „ჩასაძირად“ და პატარკაციშვილის გასანადგურებლად. ეს ის ადამიანია, რომელმაც გააკეთა ყველაფერი, რომ პატარკაციშვილის ნებისმიერი ინიციატივა ან გამონათქვამი არ ყოფილიყო მხარდაჭერილი ქართული საზოგადოების მიერ. იყო დრო, როდესაც პატარკაციშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ბიზნეს-ფედერაციაში და საქართველოს ხელისუფლებებს ბრალდებები წაუყენა. იქ ყველა იმ პრობლემის სია იყო, რომლებიც ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი იყო და გულთან ახლოს ისინი მხოლოდ დღეს მიიტანა. ეს ადამიანია, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ ჩუმად იყო. იმის მაგივრად, რომ მედია-სივრცის დაბალანსების მიზნით „მე-9 არხი“ „იმედთან“ ერთად ყოფილიყო, ივანიშვილმა არა მხოლოდ გამოიყვანა ეს ტელეკომპანია მედია-სივრციდან, არამედ მთელი აპარატურა პირადად მიხეილ სააკაშვილსა და ეროსი კიწმარიშვილს გადასცა. ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პოზიციების გაძლიერებისთვის ყველაფერი გააკეთა. ამიტომ, მე მისი მხრიდან მოვერიდებოდი პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ხსენებას ნებისმიერ კონტექსტში“, - განაცხადა თარგამაძემ.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3642.html
განათავსა - Drakula | 13 ოქტ. 2011, 17:43 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: თარგამაძე ურჩევს ივანიშვილს, თავი შეიკავოს პატარკაციშვილის ხსენებისაგან ნებისმიერ კონტექსტში" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 სექტემბერი 2024
  • English Georgian