საზოგადოება: 2013 წლის ბოლომდე საქართველოში 150 სამედიცინო ობიექტი აშენდება | საქართველოს ამბები | ||
2013 წლის ბოლომდე საქართველოში 150 ახალი სამედიცინო ობიექტი გაიხსნება. ამის შესახებ გუშინ, 12 ოქტომბერს, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ობიექტები ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ფარგლებში შენდება და მთლიანად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. 50 კლინიკა უკვე ფუნქციონირებს. დოლიძემ აღნიშნა, რომ 2013 წლის ბოლომდე არც ერთი რაიონი არ დარჩება თანამედროვე საავადმყოფოს გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ 50 კლინიკას აშენებენ სადაზღვევო კომპანიები, დანარჩენებს კი - სხვადასხვა ინვესტორები. კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობას ასევე იღებდა ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძემ. მან პარლამენტარებს ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების მსვლელობის შესახებ მოუყვა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3645.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ოქტ. 2011, 17:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.