aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 პეტრე ცისკარიშვილი: ბაყაყი და სირაქლემა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტი არ უნდა იყოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქვეყნისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს არა ბაყაყი და სირაქლემა, არამედ სიმინდი, ხორბალი და ღვინო, მიაჩნია საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს პეტრე ცისკარიშვილს, იუწყება “GHN“.
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:20 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კანადაში 100 ათასი დოლარის ნომინალის მქონე და 10 კგ წონის ოქროს მონეტა მოჭრეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
100 ათასი დოლარის ნომინალის მქონე და 10 კილოგრამის წონის უნიკალური ოქროს მონეტა კანადის სამეფო სამონეტო ეზომ მოჭრა, იუწყება “GHN“.
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:20 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტის გამო კინაღამ იჩხუბეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
დღეს, 25 ოქტომბერს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა კინაღამ იჩხუბეს 2012 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, იუწყება “GHN“. კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატებმა ბიუჯეტს ანტისახალხო უწოდეს და რომ მთავრობამ პროექტი პარლამენტიდან უკან მოიხმო. თავის მხრივ, ფინანსურ-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებს ურჩია, პარლამენტში მოსვლამდე ბიუჯეტის განხილვის პროცედურას გაეცნონ. მან მიუთითა, რომ პარლამენტიდან ბიუჯეტის პროექტი უკან არავის მოუხმია.
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:19 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გაეროს მეცნიერები: რუსეთი სხვა ქვეყნებზე უფრო ადრე გადაშენდება, ამიერკავკასია კიარა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გაეროს მეცნიერებმა კაცობრიობის გადაშენების რუქა შეადგინეს, რომლის თანახმადაც რუსეთი იმ ქვეყნების ათეულში შევიდა, რომლებიც ყველაზე ადრე გადაშენდებიან. მათი პროგნოზებით, რუსეთს ეს 2888 წელს დაემართება, ანუ უკვე 800 წელიწადში. შედარებისათვის, უკრაინა 400 წლით უფრო გვიან გადაშენდება, ხოლო აშშ - ყველაზე შორეულ პერსპექტივაში - ასიათასიან წლებში, გადმოსცემს NEWSru.com.
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:19 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში უმუშევრობა 2.5%-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2010 წელს საქართველოში უმუშევრობამ 16.3% შეადგინა. მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 7%-ს უდრის, აზერბაიჯანში - 6%-ს, რუსეთში - 7.5%-ს. უკრაინაში უმუშევრობის მაჩვენებელი 8.1%-ის ტოლია. ამ სტატისტიკას ექსპერტები ყველა ქვეყანაში აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უმუშევრობის რეალური დონე არსებითად აღემატება ოფიციალურ მაჩვენებლებს. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, 2013 წლისთვის უმუშევრობა 16%-დან 10%-მდე შემცირდება.
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:18 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ანტიკორუფციული სისტემის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამართა გამოკვლევის პრეზენტაცია, რომელიც „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებას“ უკავშირდება. როგორც ანგარიშის ავტორმა - ორგანიზაციის უფროსმა ანალიტიკოსმა ერეკლე ურუშაძემ განაცხადა, გამოკვლევის ფარგლებში იმ 12 მთავარი ინსტიტუტის ძალის ანალიზი განახორციელეს, რომლებსაც კეთილსინდისიერი მართვისა და კორუფციის აღკვეთის დამყარებაში საკვანძო როლი აკისრიათ. 100-ქულიანი სკალის მიხედვით ინსტიტუტები თავიანთი ძალის მიხედვით შემდეგნაირადაა განაწილებული: 1-ლი ადგილი - აღმასრულებელი ტოტი (69.4 ქულა); მე-2 - სამართალდამცავი უწყებები (68.1 ქულა); მე-3 - სახალხო დამცველის აპარატი (63.9); მე-4 - კონტროლის პალატა (62.8); მე-5 - პარლამენტი (54.2); მე-6 - ბიზნესი (50.7); მე-7 - საჯარო სამსახური (50); მე-8 - პოლიტიკური პარტიები (47.9); მე-9 - საამომრჩევლო ადმინისტრაცია (47.2); მე-10 - მედია (45.8); მე-11 - სასამართლო (43.8); მე-12 - სამოქალაქო საზოგადოებრიობა (40.3 ქულა). გამოკვლევის ასეთი შედეგების გათვალისწინებით ორგანიზაციამ რამდენიმე დასკვნა გააკეთა.
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:17 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს შსს-მ ბიძინა ივანიშვილს „ოკულტიზმისთვის განკუთვნილი მინერალები“ დაუბრუნა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ექსპერტიზის შემდეგ, დაუბრუნა „ბიძინა ივანიშვილს მინერალები ოკულტიზმისთვის და ლიტერატურა“, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, იტყობინება “GHN“.
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:16 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ანალიტიკოსებმა iPhone 4S-ის თვითღირებულება შეაფასეს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ანალიტიკოსებმა iSuppli-დან გასული კვირის ბოლოს გაყიდვაში შემოსული კომუნიკატორ Apple iPhone4S-ის წარმოების ხარჯები და მისი კომპონენტების ღირებულება შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ აპარატი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით A5, 3.5-დიუმიანი დისპლეით 640x960 წერტილის გარჩევადობით, 8-მეგაპიქსელიანი კამერით 1080р (1920×1080წერტილის) ფორმატში მაღალი სიმკვეთრის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით, უსადენო კავშირის Wi-Fi-ის(IEEE 802.11b/g/n) კონტროლიორებითა და Bluetooth 4.0-ით, GPS-ის მიმღებით, ციფრული კომპასით, აქსელერომეტრით, ჰიროსკოპით, სიახლოვისა და განათებულობის დატჩიკებით, გადმოსცემს „კომპიულენტა“.
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:15 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საკოზიმ კემერონს ევროს თაობაზე "გაჩუმება" ურჩია მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლაი სარკოზმა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრთან დევიდ კემერონთან მკაცრი პოლემიკა გამართა და მას ევროზონაში ანტიკრიზისული ზომების თაობაზე გაჩუმება ურჩია. ამის შესახებ The Guardian წერს. 
განათავსა - consul | 24 ოქტ. 2011, 21:15 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ამერიკის ელჩმა სირია დატოვა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სირიაში მყოფმა ამერიკის ელჩმა რობერტ ფორდმა საფრთხის არსებობის გამო ქვეყანა დატოვა. როგორც Associated Press წერს, ამის შესახებ  აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესს–მდივანმა მარკ  ტოუნერმა გააკეთა განცხადება.
განათავსა - consul | 24 ოქტ. 2011, 21:15 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 სექტემბერი 2024
  • English Georgian