ეკონომიკა: საქართველოში უმუშევრობა 2.5%-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლი გაიზარდა. 2007 წელს უმუშევრობის დონე შეადგენდა 13.3%-ს, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი 16.3%-ს უდრიდა. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და რუსეთი უმუშევრობის დონეს ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ანგარიშობს. ამავე დროს, მსოფლიო შრომის ორგანიზაციის კანონმდებლობა დასაქმებულებად თვითდასაქმებულ ადამიანებსაც მიიჩნევს. იმავე სტანდარტით, უმუშევრად მიჩნეულია პირი, რომელიც 15 და უფრო მეტ ასაკს არის მიღწეული, რომელსაც გამოკითხვის მომენტამდე 7 დღით ადრე არც ერთი საათი უმუშავია, ხოლო სამსახურს ოთხი კვირის განმავლობაში ეძებდა. ასე რომ, ადამიანი, რომელიც საკუთარ ბოსტანში მუშაობს ან საქონელს უვლის, უმუშევრად მიჩნეული არ არის. სწორედ ამიტომ, სასოფლო ადგილების მაცხოვრებლებს შორის უმუშევრობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალაქში. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს რაც შეეხება, მაგალითად, აზერბაიჯანელი ექსპერტი საჰიბ მამედოვი არ ენდობა მაჩვენებლებს, რომლებსაც მოხელეები ასახელებენ და აცხადებს, რომ ისინი რეალურებთან შედარებით 10-ჯერ შეამცირეს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3737.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:18 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.