| საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალ რეგულაციას დააწესებენ | | ბიზნესი და ეკონომიკა |
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდას მოითხოვს და ამ მიზნით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, 2012 წლიდან სადაზღვევო კომპანიებს ყოველთვიური ანგარიშების წარმოდგენა მოუწევთ. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის გამჭვირვალობის დონეს სადაზღვევო სექტორში, რაც, თავის მხრივ, კომპანიების მიმართ მოსახლეობის ნდობას გაზრდის.
|
განათავსა - Drakula | 01 ნოემ. 2011, 20:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საფრანგეთში მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა გაიხსნა | | მსოფლიოს ამბები |
მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა შაბათს, 29 ოქტომბერს, საფრანგეთში გაიხსნა. ინტერნეტში ახალი საიტი თავის სტუმრებს სთავაზობს „გაისეირნოს“ ვირტუალურ ექსპოზიციაზე, რომელიც 120-ზე მეტი ფრანგული კომპანიის პროდუქციას წარადგენს. „ჩვენი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ შეგვექმნა ინტერნეტ-გვერდი, რომელზეც მცირე და საშუალო მეწარმეთა პროდუქცია იქნებოდა წარმოდგენილი. პროექტს ბაზრობა უწოდეს“, - მოყვა ქრისტოფ მინიემ, Aerial Conseil-ის წარმომადგენელმა. Aerial Conseilპატარა ფირმაა ფრანგულ ქალაქ ნანტიდან და სწორედ იგი იყო დაკავებული საიტის შემუშავებით.
|
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:51 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველომ რუსეთს მსო-ში ყველაფერი დაუთმო, რაც შეეძლო | | საქართველოს ამბები |
ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი გამხდარიყო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, ბრიფინგზე. გასული კვირის ბოლოს ქართულმა სსს-მ განაცხადა, რომ საქართველო შვეიცარული მხარის კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა ქვეყანამ, რუსეთსა და საქართველოს მსო-სთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე შესთავაზა. კალანდაძემ შეთანხმების დეტალების კონკრეტიზაციისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
|
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:50 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| აშშ-მ იტალიის პრემიერ-მინისტრი ადამიანებით მოვაჭრეთა სიაში შეიტანა | | მსოფლიოს ამბები |
იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის სახელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში მოხვდა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ადამიანებით ვაჭრობის პრობლემას ეძღვნება. მოხსენება მსოფლიოს 180 ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება. ამ დოკუმენტში შესულია ჩამონათვალი იმ პირების კონკრეტული სახელებით, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ადამიანებით ვაჭრობასთან; მათ შორისაა ბერლუსკონის სახელიც, რომელსაც სასამართლომ 2011 წლის თებერვალში წაუყენა ბრალდება მაროკოელი გოგონას, კერიმა ელ-მაჰრუგის (მეტსახელად - რუბი) კომერციულ სექსუალურ ექსპლულატაციაში.
|
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|