შოუ-ბიზნესი: ერიკა ბადუ: ვუსურვებ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიან დარეგულირებას | საქართველოს ამბები | ||
„ვუსურვებ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიან გადაჭრას“, - განაცხადა თბილისის ჯაზის ფესტივალის დახურვაზე ერიკა ბადუმ. „ვიცი, რომ საქართველო არა ერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. მე ყოველთვის ვიყავი ნებისმიერი ომის წინააღმდეგი, რადგან მასში, პირველ რიგში, მშვიდობიანი ხალხი იტანჯება“, - განაცხადა ერიკა ბადუმ. ოთხი გრემის მფლობელი ქართველი მაყურებლის წინაშე 14 ადამიანისაგან შემდგარ ბენდთან ერთად წარდგა. მომღერალთან ერთად ყველაზე ცნობილ ჰიტებს ქართველი შემსრულებლებიც ასრულებდნენ. „საქართველოში შესანიშნავი პუბლიკაა. მთელი კონცერტის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ მეც და მსმენელებიც ერთი მთლიანობა ვიყავით. მე მათი მესმოდა, მათ კი - ჩემი“, - აღნიშნა ბადუმ. თანამედროვე სოულ-სცენის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურა დედაქალაქის მიუზიკ-ჰოლში გამოვიდა. ერიკა ბადუ ყველასათვის ცნობილია თავისი წარმოუდგენელი ვარცხნილობებითა და ეთნიკური ქუდებით. მომღერლის პირველივე ალბომმა - „ბადუიზმმა“ RNB-ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ამერიკულ ჰიტ-აღლუმში მეორე სტრიქონს მიაღწია. სხვადასხვა დროს ერიკამ ოთხი „გრემი“ მიიღო, ასევე რამდენიმე, მათ შორის ოსკარის მფლობელ ფილმებში მიიღო მონაწილეობა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3784.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.