ეკონომიკა: 2014 წლიდან საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() დოკუმენტის შესაბამისად, 2014 წლიდან საბიუჯეტო ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების სრული მოცულობის ზრდის წილი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 30 პროცენტს. გეგმაში აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობისათვის, სახელმწიფოს მიერ შესაბამის დონეზე ვალდებულებების შესრულებისა და ინვესტორთა ნდობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტი რაც შეიძლება უფრო დაბალ დონეზე იქნას შენარჩუნებული. მთავრობის მიზანია მაქსიმალურად დაბალანსებული ბიუჯეტის უზრუნველყოფა, რაც, ერთი მხრივ, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს, ხოლო მეორე მხრივ, გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ფისკალური და მაკროეკონომიკური სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი წინაპირობაა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3783.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:44 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.