ჯივოევამ კრემლი ვერ დაითანხმა იმაზე, რომ მას ახალი რეალობა ეღიარებინა | საქართველოს ამბები | ||
ცხინვალის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ ვერ შეძლო თავისი მიზნის მიღწევა. მან "უმაღლეს სასამართლოს" ვერ შეაცვლევინა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან გაიმარჯვა და იგი მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტია. დღეს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან სერგეი ვინოკუროვთან გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ჟიოევამ განაცხადა, რომ "დიალოგი გაგრძელდება, მაგრამ საკითხი მისი პრეზიდენტობის შესახებ ჯერ კიდევ ღიად რჩება." მოლაპარაკება სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. | |||
განათავსა - consul | 02 დეკ. 2011, 19:34 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გილაური: ნოემბერში ფასებმა 1,9% მოიმატეს | საქართველოს ამბები | ||
ნოემბერში, ფასებმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,1,9%–ით მოიმატა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. მან მიმდინარე წლის 11 თვის ინფლაციის დონის მაჩვენებლის შეჯამება გააკეთა. | |||
განათავსა - consul | 01 დეკ. 2011, 19:38 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
4–დან 9 დეკემბრამდე საქართველოს მთელ ტერიოტორიაზე | საქართველოს ამბები | ||
სინოპტიკოსების ვარაუდის თანახმად, 4–დან 9 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარგი ამინდები იქნება. ღამით ტემპერატურა –4 და –5 გრადუსამდე დაეცემა, მაგრამ დღისით ჰაერი +4 და +5 გრადუსამდე გათბება. ყინვები შენარჩუნდება როგორც დაბალ, ისე მთიან და მაღამთიან რეგიონებში. | |||
განათავსა - consul | 01 დეკ. 2011, 19:37 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
აშშ-ში დაითვალეს ფული, რომელიც საშობაო გაყიდვების პირველ დღეს დაიხარჯა | მსოფლიოს ამბები | ||
„შავი პარასკევის“ შემდეგ პირველ ორშაბათს, როდესაც საშობაო გაყიდვების სეზონის გახსნა გამოცხადდა, ამერიკელებმა ინტერნეტ-მაღაზიებში დაახლოებით 1.25 მლრდ დოლარი დახარჯეს, რაც 22%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ დღეს. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. | |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:37 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ არასდროს აღიარებს არალეგიტიმურ არჩევნებს ცხინვალში | საქართველოს ამბები | ||
აშშ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. როგორც ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, ბრიგინფზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა მარკ ტონერმა განაცხადა, შეერთებული შტატები არალეგიტიმურ არჩევნებს არასდროს აღიარებს. | |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:36 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოს საბანკო სექტორში მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 1 ნოემბრისთვის 5.4 მლრდლარიშეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ 2011 წლის 1 ნოემბრისთვის 5.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 88.5 მილიონი ლარით (1.7 პროცენტით) მეტია. | |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:36 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
Fitch-მა აშშ-ის რეიტინგის მიხედვით პროგნოზი ნეგატიურამდე შეამცირა | მსოფლიოს ამბები | ||
Fitch წამყვანი სააგენტოების სამეულიდან უკანასკნელი გახდა, რომლებმაც აშშ-ის, როგორც მაღალსაიმედო მსესხებლის, უნარი ეჭვქვეშ დააყენეს. სააგენტო Fitch-მა აშშ-ის რეიტინგის მიხედვით პროგნოზი ნეგატიურამდე შეამცირა: აშშ-ის ხელისუფლებებს საბიუჯეტო გადაწყვეტილებების მიღების უნარი არა აქვთ. | |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:34 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ღირებულება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის ღირებულება მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისი ცვლილება შედის კანონში „სალიცენზიო მოსაკრებლებისა და ნებართვების შესახებ“, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში. | |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:33 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ბარამიძე: ის, რაც დღეს ცხინვალში ხდება, ოკუპაციის ნაწილია | საქართველოს ამბები | ||
ის, რაც დღეს ცხინვალში ხდება, რუსეთის მიერ განხორციელებადი ოკუპაციის ნაწილია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, როდესაც ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. ბარამიძის თქმით, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ცხინვალში ხდება, რუსულ საოკუპაციო ძალებს ეკისრება. | |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:08 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
Forbes-მა აშშ-ის ყველაზე პერსპექტიული კომპანია დაასახელა | მსოფლიოს ამბები | ||
სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა Smashburger, რომელიც ბურგერებსა და სენდვიჩებზე არის სპეციალიზებული, 2011 წლის აშშ-ის ყველაზე პერსპექტიული კომპანიების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგი ჟურნალ Forbes-მა შეადგინა. სრული სია გამოცემის საიტზეა გამოქვეყნებული. | |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:07 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||