ეკონომიკა: Fitch-მა აშშ-ის რეიტინგის მიხედვით პროგნოზი ნეგატიურამდე შეამცირა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ამდაგვარად, სარეიტინგო სააგენტოების „დიდი სამეულის“ ყველა წევრმა ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის, როგორც მაღალსაიმედო მსესხებლის, უნარი. ექსპერტებს ამერიკული ხელისუფლებების მოქმედებების შეუთანხმებლობა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობა აშფოთებს, რაც წამყვან მსოფლიო ეკონომიკას რეცესიაში გადაყვანით ემუქრება. სააგენტო Fitch-მა პროგნოზი აშშ-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მიხედვით „ნეგატიურამდე“ შეამცირა, დატოვა რა თავად რეიტინგი მაქსიმალურად შესაძლო დონეზე AAA. სააგენტოში ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ აშშ-ის ეკონომიკა საკმარისად მდგრადია და შემდგომშიც მტკიცედ განვითარების უნარი აქვს. „ნეგატიური“ პროგნოზი რეიტინგის მიხედვით უახლოესი ორი წლის განმავლობაში მისი შემცირების 50-პროცენტიან ალბათობას ნიშნავს. რეიტინგის შემცირების მიზეზი გახდა აშშ-ის კონგრესის ე. წ. „სუპერკომიტეტის“ უუნარობა, შეათანხმოს საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გეგმა. გადაწყვეტილების არარსებობა კი ნიშნავს ამერიკული ბიუჯეტის ავტომატურ სექვესტრს 1.2 ტრლნ დოლარით 2012 წლის განმავლობაში - პროპორციულად ყველა სტატიის მიხედვით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4035.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 დეკ. 2011, 19:34 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.