| 80 მლნ დოლარმა Nokia Epson-თან შეარიგა | | მსოფლიოს ამბები |
კომპანია Nokiaსასამართლოებიდან უკან იხმობს სარჩლებს პრინტერების, სკანერებისა და ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ Seiko Epson-ის წინააღმდეგ მას მერე, რაც იაპონური კომპანია მისთვის 80 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა, გადმოსცემს Bloomberg. Seiko Epson-ის საიტზე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ კომპანია კვლავ არ ეთანხმება Nokia-ის პრეტენზიებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპენსაციის გადახდას დათანხმდა, რათა სასამართლოს ხარჯები არ გასწიოს და ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის მინიმიზაცია მოხდინოს.
|
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:26 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| გაბაშვილი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია „გააქრო“ | | საქართველოს ამბები |
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის აზრით, რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას პარტია აღარ არსებობენ. „ეს პარტიები დამოუკიდებელთა სახით გაქრა. საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის გაზომვა შეუძლებელი ხდება. უკვე აღარც რესპუბლიკელები და აღარც ალასანიას პარტია არსებობენ. მათი ყველა ხმა ივანიშვილის ფაქტორმა „გააქრო“, რომელმაც, როგორც ჩანს, გასაგებად აუხსნა ამ პარტიებს, ვინ არის პატრონი. ამ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი ხმის ქონის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ივანიშვილის ფუნქცია კი კონსოლიდაციის მიხედვით მისი საფულე გახლავთ“, - განაცხადა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
|
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:25 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| Mercer: თბილისში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონეა ევროპაში | | საქართველოს ამბები |
ევროპის ქალაქებს შორის ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე თბილისშა. ასეთია ადამიანური რესურსების გამოკვლევის გლობალურ კომპანია Mercer-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები. კომპანიის მონაცემების თანახმად, ევროპაში და მსოფლიოში მთლიანობაში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია. მეორე და მესამე ადგილებზეა ციურიხი და მიუნჰენი. შემდეგი სიაში დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ბერნი და კომპენჰაგენია. პირველ ოცეულში ასევე მოხვდნენ ამსტერდამი, ნამბურგი, ბერლინი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი, ბრიუსელი, ნიურნბერგი, დუბლინი და პარიზი.
|
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:25 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| იაპონიაში ქვეყნისთვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცეს | | მსოფლიოს ამბები |
იაპონიის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ესიკიხო ნოდათი სათავეში შაბათს, 24 დეკემბერს, 93.56 ტრლნ იენის (1.2 ტრლნ დოლარის) ოდენობის 2012 ფინანსური წლის რეკორდული ბიუჯეტი მოიწონა. ეს ნაბიჯი გადაიდგა ოპოზიციის მხრიდან ძლიერი ზეწოლის პირობებში, რომელიც მიწისძვრისა და ცუნამის გამო დაზარალებული იაპონიის მხარეთა სწრაფ აღდგენას მოითხოვს. ამასთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვენ მოსახლეობის ეკონომიკური დაცულობის გაზრდას მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში.
|
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:52 | 1 კომენტარი | ეკონომიკა | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
|