ეკონომიკა: გვასალია: „საპროცენტო განაკვეთების მცირე ზრდა კრედიტების გაძვირებაზე გავლენას არმოახდენს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ბოლო თვის განმავლობაში საქართველოს საბანკო ბაზარზე გრძელვადიან სამომხმარებლო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარში 5 წლიანი კრედიტის წლიური განაკვეთი 16-დან 17.4%-მდე, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 15.5-დან 16.2%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მოკლევადიან სამომხმარებლო კრედიტებს, ოფიციალური სტატისტიკით, ლარში კრედიტის საპროცენტო განაკვეთი (ერთი წლის ვადით) 28.7-დან 27.2%-მდე, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 20.7-დან 19.2%-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საშუალო საპროცენტო განაკვეთი საშუალოვადიან იპოთეკურ კრედიტზე, რომელიც ამ დროისთვის 13%-ს შეადგენს. საქართველოს ბანკთა ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, ეს მონაცემები ბოლო თვის მაჩვენებელია და წლის შედეგებს არ ასახავს. მისი მტკიცებით, საპროცენტო განაკვეთების მცირე ზრდა კრედიტების გაძვირებაზე გავლენას არ მოახდენს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4217.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.