პოლიტიკა: შევარდნაძე რუსეთს უფრო დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, ვიდრე საქართველოს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს რუსეთი უფრო დემოკრატიულ ქვეყნად მიაჩნია, ვიდრე საქართველო. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი აზრით, ამაზე ის მეტყველებს, რომ რუსეთში სიტყვის თავისუფლების კოეფიციენტი უფრო მაღალია. შევარდნაძის თქმით, რუსეთში ჟურნალისტები აქტიურად გამოთქვამენ პროტესტს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ, საქართველოში კი მასმედია ხელისუფლების მიმართ არაკრიტიკულია და რიგ მოვლენებს არ აშუქებს, მაგალითად, სააკაშვილის სასახლესთან გამართული საპროტესტო აქცია არც ერთ ქართულ ტელეარხს არ გაუშუქებია. „მე ამ ქართული ტელეარხების მოქმედებებს ვკიცხავ, და, მითუმეტეს, ვკიცხავ იმ გაზეთების მოქმედებებს, რომლებიც ჩუმად არიან და, მეტიც, დასცინიან და აკრიტიკებენ საკუთარი კოლეგების პროტესტს“, - განაცხადა შევარდნაძეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4218.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.