საზოგადოება: მიხეილ სააკაშვილი: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანაა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა პედაგოგებს, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, იტყობინება “GHN“. პრეზიდენტმა მათთან ერთად პროგრამის პირველი წლის შედეგები შეაჯამა და ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელოვნობა და აუცილებლობა აღნიშნა. „როდესაც თქვენს ზოგიერთ წარმომადგენელს ვხვდებოდი, ვთქვი, რომ თქვენ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები ხართ. დღეს საქართველოში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ინტეგრაცია, რათა მათ გაათვიცნობიერონ, რომ ერთიანი სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენენ და მათი ჩაბმა საერთო სახელმწიფო პროცესში“, - თქვა პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ნებისმიერ მცხოვრებს ქვეყნის შემადგენელ ნაწილად ყოფნის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. „გაისად თქვენ ქართველ იდეალისტთა დიდი ჯგუფი შემოგიერთდებათ. ჩვენთან რამდენიმე ათასი ამერიკელი, ავსტრალიელი, პედაგოგები ახალი ზელანდიიდან ჩამოვიდა, რომლებიც უხელფასოდ მუშაობენ. ეს არ მაკვირვებს, რადგან საქართველოში არიან ასეთი იდეალისტები - დიდი ელვარებთ თვალებში, კიდევ უფრო მოტივირებულები და განსაკუთრებულები. შესაძლოა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ თქვენ ნამდვილად საუკეთესო ქართველები ხართ - ყველაფერი მიატოვეთ და აქ იმყოფებით. თქვენ სრულიად უცნობ გარემოში მოხვდით, შესაძლოა დისკომფორტს განიცდით, მაგრამ იცით, რისთვის აკეთებთ ამას. სწორედ ეს არის ნამდვილი გაბედულობა“, - თქვა სააკაშვილმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4216.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.