საზოგადოება: Mercer: თბილისში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონეა ევროპაში | საქართველოს ამბები | ||
ევროპის ქალაქებს შორის ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე თბილისშა. ასეთია ადამიანური რესურსების გამოკვლევის გლობალურ კომპანია Mercer-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები. კომპანიის მონაცემების თანახმად, ევროპაში და მსოფლიოში მთლიანობაში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია. მეორე და მესამე ადგილებზეა ციურიხი და მიუნჰენი. შემდეგი სიაში დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ბერნი და კომპენჰაგენია. პირველ ოცეულში ასევე მოხვდნენ ამსტერდამი, ნამბურგი, ბერლინი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი, ბრიუსელი, ნიურნბერგი, დუბლინი და პარიზი. თბილისს ცხოვრების დონის მიხედვით 221 ქალაქს შორის 214-ე ადგილი უკავია. რეიტინგში ბოლო ადგილზეა ერაყის დედაქალაქი ბაღდადი, მაგრამ ევროპაში ბოლო ადგილი თბილისს უკავია. Mercer-მა ასევე პირადი უსაფრთხოების მაჩვენებელი გამოიკვლია. პირველ ადგილზე ლუქსემბურგი აღმოჩნდა. მას მოსდევენ ბერნი, ჰელსინკი და ციურიხი. აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლიუბლიანასა და პრაღაშია. მოსკოვი ამ რეიტინგში 199-ე, ხოლო თბილისში აქაც ბოლო, 215-ე ადგილზეა. კომპანია ცხოვრების დონის გამოკვლევებს შემდეგ კრიტერიუმებით ატარებს: პოლიტიკური და სოციალური გარემო, ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალურ-კულტურული გარემო, სამედიცინო პირობები და ჯანდაცვა, სკოლა და განათლება, ბუნებრივი გარემო, საზოგადოებრივი მომსახურება და ტრანსპორტი, რეკრეაცია, სამომხმარმებლო საქონელი, საშინაო პირობები. პირადი უსაფრთხოების დონე კი შიდა სტაბილურობით, კრიმინალის დონით, კანონის მოქმედების ეფექტურობითა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კავშირებით იზომება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4219.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.