| აშშ-ში გიგანტური მერილინ მონრო გაჩნდა | | მსოფლიოს ამბები |
ჩიკაგოს ერთ-ერთ ქუჩაში დაყენდა შვიდ მეტრზე უფრო მეტი სიმაღლის სკულპტურა, რომელიც მერილინ მონროს გამოსახავს. ამის შესახებ იტყობინება ადგილობრივი პორტალი Chicago Now. კომპოზიციას საფუძვლად დაედო ცნობილი კადრი ფილმიდან „სურვილის შვიდი წელიწადი“, რომელშიც მონრო აღბეჭდილია ნიუ-იორკის მეტროს სავენტილაციო სისტემის გისოსზე მდგარი.
|
განათავსა - Drakula | 16 ივლ. 2011, 19:19 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ქართველ დამსვენებელთა მხოლოდ 10% მიმართავს ტურ-სააგენტოებს | | ბიზნესი და ეკონომიკა |
ქართველ დამსვენებელთა უმრავლესობა დასასვენებლად პრაქტიკულად დაუგეგმავად მიდის. ეს, განსაკუთრებით, ეხება ზღვის კურორტებს, სადაც ტურისტები განთავსების ადგილის ძიებას ავტობუსის ან რკინიგზის სადგურიდან იწყებენ. ამასთან, სპეციალისტთა თქმით, სააგენტოებთან მიმართვა დაუზოგავდა მომხმარებელს არა მხოლოდ დროს, არამედ ფინანსებსაც. ამიტომ კურორტზე მგზავრობამდე დამსვენებლებს ურჩევენ ტურისტულ სააგენტოებთან მიმართვას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი განთავსებას არა სასტუმროში, არამედ კერძო სახლში აპირებენ.
|
განათავსა - Drakula | 16 ივლ. 2011, 10:00 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ჩავესი ქიმიოთერაპიის კურსს კუბაში გაივლის | | საქართველოს ამბები |
ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქიმიოთერაპიის კურსს კუბაში გაივლის. ამის შესახებ Associated Press აცხადებს.
ჩავესის თქმით, კუბაში ის კიბოს მკურნალობის "მეორე ეტაპს" დაიწყებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუალას პრეზიდენტი ბრაზილიაში განაგრძობდა მკურნალობას.
|
განათავსა - consul | 16 ივლ. 2011, 10:00 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|