| პოლიტიკა: პუტინს ჩამოართვეს ''კვარდიგის'' გერმანული პრემია | | მსოფლიოს ამბები |
გერმანული პრესტიჯული პოლიტიკური პრემიის "კვარდიგის" ორგკომიტეტმა გააუქმა თავისი გადაწყვეტილება რუსეთის პრემიერ მინისტრისთვის პუტინისთვის "კვარდიგის" პრემიის მინიჭების შესახებ.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა კრიტიკა როგორც ორგკომიტეტის წევრების მხრიდან ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან, იტყობინება france-presse. გამომცემლობა ეყრდნობა frankfurter allgemeine-ს, და წერს რომ 2011 წელს პრემია აღარ იქნება მინიჭებული.
"კვარდიგის" ორგკომიტეტი წარმოადგენს კერძო გაერთიანებას Werkstatt Deutschland და ენიჭება პოლიტიკოსებს და საზოგადო მოღვაწეებს რომლებსაც აღიარებენ განათლების გავრცელების, საყოველთაო სიკეთის მიმდევრად, პასუხისმგებლობისთვის და თავდადებისთვის.
პუტინისთვის პრემიის მინიჭების გამო ორგკომიტეტი მაშინვე დატოვა "მწვანეთა" ლიდერმა ჯემ ოზდემირმა, "ვიკიპედიის" დამაარსებელმა ჯიმ უელსმა და ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა ედგარ ვოლფბურგმა.
პუტინისთვის პრემიის მინიჭება მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის მთავრობი სადამიანის უფლებების დაცვის ხელმძღვანელმა მარკუს ლენინგმა. მან გაოგნება გამოხატა ჟიურის გადაწყვეტილების გამო და დაადანაშაულა პუტინი რუსეთში დემოკრატიის დაშლაში, თავისუფლებების შეზღუდვაში და რუსეთში კორუფციის ზრდაში.
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2846.html
|
განათავსა - newsadmin | 16 ივლ. 2011, 18:21 | ახალი ამბები »
|
|
|
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.