პოლიტიკა: ნინო კალანდაძე: საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების გათვალისწინება საქართველოს ინტერესებშია | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ინტერესებში შედის საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციების გათვალისწინება, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, როდესაც აფასებდა ევროკავშირის პრეზიდენტ ჟოზე მანუალ ბაროზუს რეკომენდაციებს 26 მაისის მოვლენების თაობაზე, იტყობინება “GHN“. „აქ საუბარი არაა ვალდებულებებზე, რადგან საქართველოს სუვერენული სახელმწიფოა და აქვს თავისი ინსტიტუტები, რომლებიც სათანადო სახით ფუნქციონირებს. მაგრამ ჩვენს ინტერესებშია ამგვარი ტიპის რეკომენდაციების გათვალისწინება და საქართველო განსაკუთრებულად უგდებს ყურს ამ რეკომენდაციებს და ითვალისწინებს მათ“, - აღნიშნა კალანდაძემ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებებისათვის ცნობილია ბაროზუს რეკომენდაცია და სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე განახორციელეს სათანადო რეაგირება, მაგრამ არა მხოლოდ რეკომენდაციების საფუძველზე. „პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებების ინტერესებშია ყველა იმ ფაქტის სრულფასოვანი და ობიექტური გამოკვლევა, რომლებიც შეკითხვებს ჰბადებს და რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამართალდარღვევებთან. რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს ვუგდებთ ყურს“, - თქვა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2851.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივლ. 2011, 10:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.