aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 კრიმინალი: ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენებები მისცა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენებები მისცა. ამის შესახებ დაკავებულ ფოტორეპორტიორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს მისმა ადვოკატებმა და ორგანიზაციის „სოლიდარობა უკანონო პატიმრებთან“ ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ.



ეკა ბესელიის თქმით, გამოძიებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ აბდალაძე აღიარებით ჩვენებების მისცემდა, ვინაიდან აღიარების პროცესს ერთდროულად სამი კამერა აფიქსირებდა.


როგორც ბესელიამ აღნიშნა, ჩვენებების მიცემამდე 10 წუთით ადრე იგი პირადად ესაუბრებოდა გიორგი აბდალაძეს და იგი ჯაშუშობის აღიარებას არ აპირებდა. თუმცა, როგორც კი დაკითხვის პროცესი დაიწყო, აბდალაძემ აღიარებითი ჩვენებები მისცა.


ზურაბ ქურციკიძეს (ევროპული პრეს-ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძეს (პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახური), მისი მეუღლე ნათია გედენიძეს - ასევე ფოტოგრაფს და გიორგი აბდალაძეს (საქართველოს სსს-ისა და „ალია ჰოლგინდის“ ფოტორეპორტიორი) ბრალი ედებათ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებებში ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ფოტოჟურნალისტები საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვამ 7 ივლისს დააკავა.


თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ზურაბ ქურციკიძისთვის, ირაკლი გედენიძისა და გიორგი აბდალაძისთვის სასჯელის სახით აირჩია წინასწარი პატიმრობა. ნათია გედენიძე კი 10 000 ლარის ოდენობის გირაოს ქვეშ გაათავისუფლეს.


წაყენებული ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე ვადით.


აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ადევს გრიფი „საიდუმლოა“.


ამ საქმის მიხედვით პირველი სასამართლო სხდომა დანიშნულია 1 სექტემბერზე.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2844.html
განათავსა - Drakula | 16 ივლ. 2011, 13:39 | ახალი ამბები »
 

"კრიმინალი: ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ აღიარებითი ჩვენებები მისცა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 28 სექტემბერი 2024
  • English Georgian