კრიმინალი: პროცესუალური შეთანხმები მიღწევამ შესაძლოა ფოტოგრაფების პროცესი დააჩქაროს | საქართველოს ამბები | ||
ჯაშუშობის გამო დაკავებულ ფოტოგრაფებთან პროცესუალური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში სასამართლო პროცესი შესაძლოა დანიშნულ დროზე ადრე გაიმართოს. როგორც სააგენტო "პირველს" ფოტოგრაფის გია აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინძალაძემ განუცხადა, "სასამართლო პროცესი ოფიალურად 1 სექტემბერსაა დანიშნული და გაუგებარია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციულ–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უთიაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ არ იცის ეს თარიღი საიდან გაჩნდა." "სასამართლო პროცესი 1 სექტემბერსაა დანიშნული, თუმცა თუ პროცესუალური შეთანხმება იქნა მიღწეული, ის შესაძლოა უფრო ადრეც გაიმართოს"–განაცხადა ჩინჩალაძემ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფრომაციას იმის შესახებ, რომ გიორგი აბდალაძემ პროცესუალური შეთანხმების ნაცვლად აღიარებით ჩვენება შეთავაზა, ადვოკატის თქმით, ამ მხრივ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. "არ ვიცით, აღიარების შემდეგ გაფორმდება თუ არა პროცესუალური შეთანხმდება გია აბდალაძესთან. რაც შეეხება თავად ჩვენებას, ის საკმად უცნაური და მოულოდნელი იყო,რადგანაც მთელი ამ დროის განმავლობაში გია აბდალაძე აცხადებდა,რომ უდანაშაულო იყო. რატომ გადაწყვიტა აღიარება გაეკეთებინა არ ვიცი. ის მხოლოდ გამოძიების კითხვებს პასუხობდა და ადვოკატების არცერთ კითხვას არ უპასუხა,რის მიზეზადაც დაღლილობა დაასახელა"–განაცხადა ჩინჩალაძემ. http://www.apsny.ge/2011/soc/1310939162.php წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2849.html
| |||
განათავსა - consul | 17 ივლ. 2011, 18:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.