| საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდა | | საქართველოს ამბები |
საქართველო პირველად იქნა ნახსენები ბრიუსელში მიღებულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ დოკუმენტში ნატოს ასპირანტ ქვეყნად, განაცხადა ხუთშაბათს, 8 დეკებერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ალიანსის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა დონეზე ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში გაიხსნა.
|
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:42 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| Coca-Cola-ს საიდუმლო ფორმულა გადამალეს | | მსოფლიოს ამბები |
პირველად 86 წლის განმავლობაში ამერიკულმა კომპანია Coca-Cola-მ პოპულარული გაზიანი სასმელის საიდუმლო ფორმულის შენახვის ადგილი გამოცვალა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. კომპანიის ხელძღვანელობის ცნობებით, სეიფი Coca-Cola-ს ხელნაწერი რეცეპტით საბანკო უჯრიდან, რომელშიც იგი 1925 წლიდან ინახებოდა, ატლანტაში (ჯორჯიას შტატი) მდებარე მუზეუმში „World of Coca-Cola“ გადაიტანეს.
|
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:41 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ლეიბორისტები შიშობენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი კოალიციურ მთავრობას შექმნიან | | საქართველოს ამბები |
ლეიბორისტები შიშობენ, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შეძლებენ შეთანხმებასა და კოალიციური მთავრობის შექმნას, რომელშიც პრემიერი იქნება სააკაშვილი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი. ან პირიქით... როგორც დღეს, 9 დეკემბერს, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, იმას, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილის გუნდებს შორის რაღაც შეთანხმება უკვე არსებობს, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემები მოწმობს.
|
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:39 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ბაქრაძე: საქართველო რუსეთში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა | | საქართველოს ამბები |
საქართველოს პარლამენტის უფროსმა დავით ბაქრაძემ კიევში ვიდეოხიდის მსვლელობაში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა. „რუსეთის მიმართ პოლიტიკური პროგნოზების კეთება უმადურია. მაგრამ მე ვუერთდები იმ საერთაშორისო მისიების მიერ რუსეთის არჩევნების შეფასებას, რომლებიც მათ თვალყურს ადევნებდნენ. რუსეთში მიმდინარე პროცესები საქართველოსა და უკრაინაზე აისახება. ის, რასაც დღეს რუსეთში ვხედავთ, სიტყვიერი კონფრონტაციაა, დადანაშაულება კონსპირაციის თეორიებში. ეს ევროპასთან ნორმალურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ნორმალურ პროცესებს რუსეთში ხელს არ უწყობს“, - თქვა მან.
|
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:39 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| 2030 წლისთვის ადამიანები სექსით დაკავებას შეწყვეტენ | | მსოფლიოს ამბები |
2030 წლისთვის ადამიანებს აღარ დასჭირდებათ სექსით დაკავება იმ სასიამოვნო შეგრძენებების მისაღებად, რომლებიც ამ პროცესის დრო წარმოიქმნება, იუწყება “GHN“. მეცნიერები უკვე ახლა ამუშავებენ სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც ინტიმური სიახლოვის შეცვლის უნარი ექნება. დიდ ბრიტანეთში მუშაობენ მიკროსქემების შექმნაზე, რომლებსაც უნარი აქვთ ჩაწერონ სიგნალები, რომლებსაც ადამიანის ნერვული სისტემა სექსის დროს გამოსცემს, შემდეგ კი გაუშვან ისინი საჭირო დროს.
|
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:30 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ | | საქართველოს ამბები |
აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი იზიდავთ. ამის შესახებ ნათქვამია „აჭარაში ტურისტთა გამოკვლევაში“. გამოკვლევა „ACT გამოკვლევამ“ UNDP-ის დაკვეთით მოამზადა. გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარების პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, რაც მკვეთრად, ერთი მხრივ, ტურისტთა რაოდენობაზე, მეორე მხრივ კი, უცხოური ინვესტიციების მოცულობებზე აისახება. ასევე აღნიშნულია, რომ აჭარაში შიდა ტურისტებს ძირითადად ზღვა, ხოლო უცხოელებს - ეკოტურიზმი (მაღალმთიანი აჭარა) იზიდავთ. შესაბამისად, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარების სამუშაოები, რათა რეგიონი ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ დროს იყოს მიმზიდველი.
|
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:27 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|