პოლიტიკა: IRI-ის გამოკვლევის თანახმად, საქართველოს რეგიონებს ყველაზე ხშირად მიხეილ სააკაშვილი სტუმრობს | საქართველოს ამბები | ||
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს რეგიონებს ყველაზე ხშირად მიხეილ სააკაშვილი სტუმრობს. შეკითხვაზე: „რომელი პოლიტიკური ლიდერი ეწვია თქვენს რეგიონს ბოლო 6 თვის განმავლობაში?“, რესპონდენტთა პასუხები გადანაწილდა ასე: მიხეილ სააკაშვილი - 11%, გიორგი თარგამაძე - 3%, ირაკლი ალასანია - 1%, პავლე ყუბაშვილი - 1%, დავით ბაქრაძე - 1%, აკაკი ბობოხიძე - 1%, ვასილ დავითაშვილი - 0.4%, დავით გამყრელიძე - 0.3%, მიხეილ მაჭავარიანი - 0.3%, რამაზ ნიკოლაშვილი - 0.2%, ინგა გრიგოლია - 0.2%, დავით კირკიტაძე - 0.2%, თემურ კოხიძე - 0.2%, პაატა ლეჟავა - 0.2. აღნიშნული გამოკვლევა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 4 ათასი რესპონდენტი გამოკითხეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4119.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.