ეს საინტერესოა: Coca-Cola-ს საიდუმლო ფორმულა გადამალეს | მსოფლიოს ამბები | ||
პირველად 86 წლის განმავლობაში ამერიკულმა კომპანია Coca-Cola-მ პოპულარული გაზიანი სასმელის საიდუმლო ფორმულის შენახვის ადგილი გამოცვალა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. კომპანიის ხელძღვანელობის ცნობებით, სეიფი Coca-Cola-ს ხელნაწერი რეცეპტით საბანკო უჯრიდან, რომელშიც იგი 1925 წლიდან ინახებოდა, ატლანტაში (ჯორჯიას შტატი) მდებარე მუზეუმში „World of Coca-Cola“ გადაიტანეს. „ეს Coca-Cola-ის ისტორიაში განსაკუთრებული დღე და სასმელის გაჩენის 125-ე წლისთავის აღნიშვნის შესანიშნავი კულმინაციაა“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა მუხტარ კენტმა. Coca-Cola-ის რეცეპტი 1886 წელს ფარმაცევტმა ატლანტიდან ჯონ პემბერტონმა გამოიგონა. სასმელის ფორმულას მკაცრად ინახავდნენ, ის ზეპირად მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და რაღაც დრომდე რეცეპტის გადაცემა მხოლოდ ზეპირად ხდებოდა. 1919 წელს კომპანიის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ერნესტ ვუდრაფმა ნიუ-იორკის ბანკში სესხი აიღო და ხელით დაწერილი ფორმულა ფინანსურ დაწესებულებაში გარანტიის სახით განათავსა. სესხის პროცენტები მხოლოდ 1925 წელს იქნა გადახდილი და იმ დროიდან ფორმულმა ატლანტაში მდებარე ბანკ SunTrust-ში ინახებოდა. კომპანიის მონაცემების თანახმად, ყოველდღიურად მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მაცხოვრებლები Coca-Cola-ის ნიშნის ქვეშ 1.7 მილიარდ პროდუქტს ყიდულობენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4121.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 დეკ. 2011, 21:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.