aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ქართული კრიმინალი დიდ ბრიტანეთში 14 ყველაზე საშიშ დამნაშავეთა შორის დაასახელეს World News  World News 
ბრიტანულმა პოლიციამ გამოაქვეყნა იმ 14 ყველაზე საშიში დამნაშავის ფოტოსურათები, რომლებიც ქვეყანაში იმალებიან. მათ შორისაა 33 წლის ქართველი ტატო კაკაურიძე. კაკაურიძე მკვლელობის ბრალდებით იძებნება. როგორც სკოტლენდ-იარდის საიტზეა ნათქვამია, დამნშავე, სავარაუდოდ, ქალაქ ლიდში და მის მიდამოებში იმალება.
Posted by Drakula | 06 Oct 2011, 19:06 | comments | კრიმინალი | Score: 0 | Read More...
 
 ფირალიშვილი: ბიძინა ივანიშვილი მითოლოგიზირებული ფიგურაა, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია Georgian News  Georgian News 
ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში წასვლის თაობაზე უკავშირებს დაძაბულობას, რომელიც მისი ფიგურის გარშემო იგრძნობა. „ბოლო პერიოდში მის გარშემო დაძაბულობა იგრძნობა. გასაკვირი არ არის, რომ იგი პოლიტიკაში წასვლის სურვილითაა შეცდენილი. მანამდე იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლში იყო“, - განუცხადა ფირალიშვილმა „IPN“-ს.
Posted by Drakula | 06 Oct 2011, 19:05 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 კომპიუტერული ტექნიკის იმპორტიორები თბილისის ქარხანასთან კონკურენციისთვის ემზადებიან Business & Economics  Business & Economics 
კომპიუტერული ტექნიკის იმპორტიორები კომპიუტერული ტექნიკის ამწყობი ახალი ქართული ქარხნის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას აღიარებენ და აცხადებენ, რომ ახალი მოთამაშის მიერ ბაზარზე შემოტანილი სიახლეებისათვის ემზადებიან.
Posted by Drakula | 06 Oct 2011, 19:04 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გიორგი თარგამაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა Georgian News  Georgian News 
საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე თავისი ვიზიტის ფარგლებში მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ხეიგსს შეხვდა. როგორც „კავკას-პრესს“ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეს-ცენტრში შეატყობინეს, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:53 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ფოთის ინდუსტრიულ ზონაში უკვე 64 კომპანია შევიდა Business & Economics  Business & Economics 
ივნისის შემდეგ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 18 ახალი კომპანია შევიდა და მათ საერთო რიცხვმა 64-ს მიაღწია.
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:52 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ობამა მიხვდა, რომ მეორე ვადა მას არ ელის World News  World News 
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საჯაროდ აღიარა, რომ შესაძლოა 2012 წელს არჩევნებში დამარცხდეს, რამდენადაც მისმა გუნდმა ეკონომიკური პრობლემების დაძლევა ვერ შეძლო.
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:52 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 Moody’s-მა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის რეიტინგი შეამცირა World News  World News 
საერთაშორისო სააგენტო Moody’s-მა იტალიის საკრედიტო რეიტინგი სამი პუნქტით შეამცირა - Aa2დონიდან A2დონემდე, ამასთან ნეგატიური პროგნოზი დასვა. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. Moody's-მა საკუთარი ქმედებები ახსნა იტალიის გაზრდილი მოწყვლადობით ფინანსური შოკების მიმართ, თუმცა, როგორც საანგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ახალი რეიტინგიც მოწმობს, რომ რისკი იმისა, რომ ამ ქვეყანას თავისი სავალო ვალდებულებების მიხედვით შეუძლია დეფოლტის გამოცხადება, ძალზედ ბუნდოვანი პერსპექტივაა.
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:52 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ევროპელთა ფსიქიკური აშლილობები წელიწადში 800 მლრდ ევრო ჯდება World News  World News 
ნევროლოგიური დარღვევები ევროპას წელიწადში თითქმის 800 მლრდ ევრო უჯდება, დაითვალეს ტვინის შესწავლის ევროპის საბჭოს მკვლევარებმა. „ტვინის აშლილობების ზრდადი ფასი ევროკავშირისა და მთლიანად ევროპული საზოგადოებისთვის შენელებული მოქმედების ბომბია“, - ნათქვამია სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთისა და იტალიის მეცნიერთა მოხსენებაში.
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:51 | comments | საზოგადოება | Score: 5 | Read More...
 
 „მის საქართველო-2011“ საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა Georgian News  Georgian News 
ტელეკომპანია „რეალტვ“-სთვის სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 20 წლის ჟანეტა ქერდიყოშვილი, რომელსაც ტიტული „მის საქართველო-2011“ მიენიჭა, არ არის საქართველოს მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, ქერდიყოშვილის საერთო სამოქალაქო პასპორტი და პირადობის მოწმობა ანულირებულია საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:51 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ლ. ბერძენიშვილი: ბიზნესმენებს ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ Georgian News  Georgian News 
ამბავი იმაზე, რომ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მოულოდნელი არ ყოფილა „რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილისთვის. როგორც ბერძენიშვილმა „IPN“-ს განუცხადა, ისინი, ვინც ბევრი ფული მოიპოვა, ყოველთვის ავლენდნენ პოლიტიკაში წასვლის სურვილს.
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:50 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian