პოლიტიკა: ობამა მიხვდა, რომ მეორე ვადა მას არ ელის | World News | ||
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საჯაროდ აღიარა, რომ შესაძლოა 2012 წელს არჩევნებში დამარცხდეს, რამდენადაც მისმა გუნდმა ეკონომიკური პრობლემების დაძლევა ვერ შეძლო. თავის პირველ დიდ ინტერვიუში ახალ პოლიტიკურ სეზონში ობამამ, როდესაც პასუხობდა შეკითხვას შესაძლო მეორე საპრეზოდენტო ვადაზე, განაცხადა: „ასეთ ეკონომიკურ სიტუაციაში რთულია მეტის იმედი გქონდეს. მე არ მაღელვებს, რომ ადამიანები უბედოდ მიმიჩნევენ. ამას უკვე შევეგუე“. ობამას რეიტინგი მკვეთრად ეცემა, არჩევნებზე მისი მხარდაჭერისთვის ამერიკელთა მხოლოდ 37%-ია მზად, მაშინ, როცა გამოკითხულთა 55%-ს საპრეზიდენტო თანამდებობაზე რესპუბლიკელის ხილვა სურს. „არ მგონია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამერიკელებმა უკეთ დაიწყეს ცხოვრება. ჩვენ შევძელით ეკონომიკის სტაბილიზაციის მიღწევა, მაგრამ უმუშევრობის დონე კვლავინდებურად მეტისმეტად მაღალია“, - განაცხადა ობამამ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3576.html
| |||
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.