ეკონომიკა: Moody’s-მა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის რეიტინგი შეამცირა | World News | ||
საერთაშორისო სააგენტო Moody’s-მა იტალიის საკრედიტო რეიტინგი სამი პუნქტით შეამცირა - Aa2დონიდან A2დონემდე, ამასთან ნეგატიური პროგნოზი დასვა. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. Moody's-მა საკუთარი ქმედებები ახსნა იტალიის გაზრდილი მოწყვლადობით ფინანსური შოკების მიმართ, თუმცა, როგორც საანგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ახალი რეიტინგიც მოწმობს, რომ რისკი იმისა, რომ ამ ქვეყანას თავისი სავალო ვალდებულებების მიხედვით შეუძლია დეფოლტის გამოცხადება, ძალზედ ბუნდოვანი პერსპექტივაა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ Moody's-ის გადაწყვეტილებას მოსალოდნელი უწოდა. „მთავრობა მუშაობს ვალდებულებების შესრულებაზე ბიუჯეტის დაგეგმილი პარამეტრების მიხედვით“, - აციტირებს მას Reuters. სექტემბრის შუა რიცხვეში Standard & Poor's-მა იტალიის რეიტინგი A+-დან A-მდე შეამცირა ნეგატიური პროგნოზით. აგვისტოს დასაწყისში იტალიის პროკურატურამ Moody's-ისადა S&P-ის ოფისებში ჩხრეკა მოაწყო, იძიებდა რა იტალიის სუვერენული რეიტინგების შემცირების დასაბუთებულობას. იტალიის ხელისუფლებებმა სარეიტინგო ფირმების მიმართ საქმე წამოიწყეს, ჰქონდათ რა ეჭვი, რომ მათმა შეფასებებმა „საერთაშორისო ბაზრებზე ტურბულენტობა“ შექმნეს, რამაც იტალიაში სავალო კრიზისის გაძლიერება გამოიწვია. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3575.html
| |||
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.