aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გამოკითხვა: უმუშევრობა და სიღარიბე კვლავ საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემებია Georgian News  Georgian News 
საქართველოს მოქალაქეთა 62%-ს სამსახური მთელ ქვეყანაში #1 პრობლემად მიაჩნია, ხოლო მოსახლეობის 72% მიიჩნევს, რომ ეს მთავარი პრობლემაა ქვეყნის რეგიონებში. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკვლევის მონაცემები, რომელიც 2011 წლის სექტემბერში ჩატარდა, იუწყება “GHN“.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:36 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ნინო კალანდაძე: რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ნაწილობრივ აღიარა Georgian News  Georgian News 
საქართველოს სსს-ში მიაჩნიათ, რომ მსო-სთან დაკავშირებული შეთანხმებით რუსეთმა ნაწილობრივ აღიარა, რომ მის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს ტერიტორიაა, იუწყება “GHN“.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:35 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ქობალია: 2010 წლის დასაწყისიდან საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა Business & Economics  Business & Economics 
ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში საქართველო-რუსეთის ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირდა, მთავრობის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია, - განაცხადა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ. მისი თქმით, საქართველომ არა მხოლოდ გამოწვევები დაძლია, არამედ 2010 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდა აჩვენა.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:35 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ტაილანდის ათასობით მოქალაქე წყალდიდობის გამო თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფება World News  World News 
ტაილანდის მოქალაქეები, რომლებმაც დამანაგრეველი წყალდიბობისა და დიდი წყლის მოსვლის გამო მთელი დაგროვილი ქონება დაკარგეს, თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფებიან, იუწყება “GHN“. „დღეისათვის სუიციდების რისკის ჯგუფში ათასობით ადამიანი იმყოფება, რომელთა ცხოვრების ჩვეული ყაიდა წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა“, - განუცხადა გამოცემა The Nation-ს საგანგებო მიგრაციული ცენტრის დირექტორმა პჰანუ იემსრიმ, გადმოსცემს „როსბალტი“. მან განმარტა, რომ ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრომ 114 ათას 815 ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმა, რომელთაგან 7 ათას 308-ს დეპრესიული მდგომარეობა გამოუვლინდა, 6 ათას 170-მა აღიარა, რომ ჯერაც ძლიერ სტრესს განიცდის.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:34 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ილია II: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოს Georgian News  Georgian News 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აზრით, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოს. ამის შესახებ ილია II-მ გუშინ, 13 ნოემბერს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:33 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 შვეიცარიაში მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება დაასახელეს World News  World News 
დასრულდა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების განსაზღვრის მსოფლიო კონკურსი, რომელშიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 220-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსის ორგანიზატორებმა წინასწარი შედეგები გამოაცხადეს, რომლებიც გადამოწმდება და 2012 წლის დასაწყისში საბოლოოდ დადასტურდება.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:10 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 2011 წელს ისრაელში 17 913 მანქანა გაიტაცეს World News  World News 
ისრაელის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2011 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ისრაელში 17 913 სატრანსპორტი საშუალება გაიტაცეს. საინტერესოა, რომ წელს ქურდების უპირატესობები შეიცვალა და გასული წლების ფავორიტმა Subaru Leone-მა ადგილი დაუთმო Mitsubishi Lancer-ს, იუწყება “GHN“. გატაცებათა უდიდესი რიცხვი (6 018) ცენტრალურ ოლქში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა თელ-ავივის ოლქი (4 257), მესამეზე - იერუსალიმის ოლქი (2 822).
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:08 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით აღშფოთებული ვარ Georgian News  Georgian News 
ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მ ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მან პოლიტიკაში თავისი მოსვლის მიზეზებსა და სამომავალო გეგმებზე მოყვა, იტყობინება “GHN“.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:07 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ნარმანია: ქუთაისისა და ფოთის თიზ-ებმა საკუთარი თავი ვერ გაამართლა Business & Economics  Business & Economics 
გაამართლა თუ არა მოლოდინები თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონებმა ქუთაისსა და ფოთში და მოხერხდა თუ არა მუშაობის დაგეგმილ უზრუნველყოფაზე გადასვლა? ქუთაისის ზონაში დასაქმება 10 ათას ადამიანზეა გათვლილი, ამ ეტაპზე დაახლოებით 1 ათასი მუშაობს. ფოთის თიზ-მა დაახლოებით 5 ათასი ადამიანი უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ჯერჯერობით 250 მუშაობს.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:06 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ცნობილი ევროპული აეროპორტები მსოფლიოში ყველაზე ცუდი აეროპორტების რეიტინგში პირველ სტრიქონებზე მოხვდა World News  World News 
შარლ დე გოლის სახელობის პარიზის აეროპორტი მსოფლიოს ყველაზე ცუდი აეროპორტების ათეულს ჩაუდგა სათავეში. რეიტინგი CNNGo.com-მა ინტერნეტ-ფორუმების, მოგზაურობების საიტების, ბლოგებისა და მოსაზრებათა გამოკითხვის შესწავლის შედეგად შეადგინა. მოგზაურები უჩიოდნენ იმას, რომ ამ აეროპორტის ტუალეტებში არ არის საჯდომები, დიდი პრობლემებია ნავიგაციასთან და ყველაზე ცუდი კაფეები და რესტორნებია მთელ საფრანგეთში. ერთ-ერთმა, ვინც აეროპორტშია ნამყოფი, მასში გადაჯდომის მოლოდინი ციხის კამერაში ყოფნას შეუდარა.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:03 | comments | ეს საინტერესოა | Score: 1 | Read More...
 

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian