პოლიტიკა: ნინო კალანდაძე: რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ნაწილობრივ აღიარა | Georgian News | ||
საქართველოს სსს-ში მიაჩნიათ, რომ მსო-სთან დაკავშირებული შეთანხმებით რუსეთმა ნაწილობრივ აღიარა, რომ მის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს ტერიტორიაა, იუწყება “GHN“. „საქართველომ და რუსეთმა ამ უკანასკნელის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაასრულეს. საბედნიეროდ, ისინი წარმატებით დასრულდა. შვეიცარიის დახმარებით საქართველომ რუსეთის დადგენილ პირობებზე წაყვანა შეძლო. შეთანხმება გეოგრაფიულ აღნიშვნებს ითვალისწინებს. აქ საუბარია მთელ დერეფანზე, რომელიც განლაგებული იქნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე, სადაც უნდა განთავსდეს მონიტორები, კერძოდ კი ფსოუს, როკისა და ლარსის მონაკვეთებზე. თავად დერეფნის აღწერა რთულია, ვინაიდან საუბარია გეოგრაფიულ აღნიშვნებზე. მაგრამ ასევე ვიტყვი, რომ საუბარია კონკრეტულად საქართველო-რუსეთის საზღვარსა და ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე ორ ნაწილზე და დამატებით ლარსში. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ვინაიდან ამით პრაქტიკულად ხაზი გაესვა იმას, რომ რუსეთი ნაწილობრივ აღიარებს, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა“, - თქვა კალანდაძემ ორშაბათობის ტრადიციულ ბრიფინგზე. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საგარეო პოლიტიკური უწყება საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვის მონიტორინგის რუქებს გამოაქვეყნებს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3902.html
| |||
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.