aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ნარმანია: ქუთაისისა და ფოთის თიზ-ებმა საკუთარი თავი ვერ გაამართლა Business & Economics  Business & Economics 
გაამართლა თუ არა მოლოდინები თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონებმა ქუთაისსა და ფოთში და მოხერხდა თუ არა მუშაობის დაგეგმილ უზრუნველყოფაზე გადასვლა? ქუთაისის ზონაში დასაქმება 10 ათას ადამიანზეა გათვლილი, ამ ეტაპზე დაახლოებით 1 ათასი მუშაობს. ფოთის თიზ-მა დაახლოებით 5 ათასი ადამიანი უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ჯერჯერობით 250 მუშაობს.



2009 წელს ქუთაისში, ყოფილი საავტომობილო ქარხნის ბაზაზე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. შექმნის ინიციატორები იყვნენ ეგვიპტური ფირმა „ფრეში“ და მისი ქართული პარტნიორი „ჯორჯიან ინთერნეიშენალ ჰოლდინგი“. საქმიანობის სახეობა - საყოფაცხოვრებო გაზ-ელექტრონული ტექნიკის გამოშვება და რეალიზაცია. ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელის მიხეილ ტიგიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე 7 წარმოება ფუნქციონირებს და 1000 ადამიანია დასაქმებული. „ინტენსიური დასაქმება გრძელდება და წლის ბოლოსთვის რამდენიმე სერიოზული წარმოება გაიხსნება“, - თქვა მიხეილ ტიგიშვილმა, თუმცა წარმოებათა დასახელებისაგან თავი შეიკავა.


რაც შეეხება ფოთის ინდუსტრიულ ზონას, იგი დაახლოებით ერთი წლის წინ გახსნეს და ოპერატორი გახლავთ „რაკ ჯორჯია“. PR-განყოფილების ხელმძღვანელის შალვა ბერაიას თანახმად, ამ ეტაპზე მუშაობით 250 ადამიანია უზრუნველყოფილი, მაგრამ პროექტის დასრულების შემდეგ, რაც, დაახლოებით, 5 წლის შემდეგ მოხდება, ამ ტერიტორიაზე დასაქმება 5000 ადამიანს მიაღწევს.


ეკონომიკური საკითხების ექსპერტი დავით ნარმანია ამბობს, რომ ქუთაისისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტებმა ვადების მიხედვით საკუთარი თავი ამოწურა და რეალური დასაქმება დღემდე არც ერთ მათგანში არ არის.


„ამ ზონებმა საკუთარი თავი ვერც ხარისხობრივი და ვერც რაოდენობრივი მაჩვენებლებით გაამართლა. ორივე შემთხვევაში ძალიან ცოტა ადამიანია დასაქმებული“, - ამბობს დავით ნარმანია. მისივე თქმით, თუ წარმოებები მუშაობს და დასაქმება არის, მაშინ მონაცემები უნდა იყოს ოფიციალურ ანგარიშებში ან ზონების ელექტრონულ მისამართებზე უნდა იდოს. ფოთის ინდუსტრიულ ზონაში უკვე 72 კომპანიაა დარეგისტრირებული, თუმცა დასაქმების პროცესი ყველას არ დაუწყია. გეგმის მიხედვით, ქუთაისში, 2012 წლამდე სულ 12 წარმოება უნდა გაიხსნას.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3895.html
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:06 | News »
 

"ეკონომიკა: ნარმანია: ქუთაისისა და ფოთის თიზ-ებმა საკუთარი თავი ვერ გაამართლა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 November 2024
  • English Georgian