ეკონომიკა: ქობალია: 2010 წლის დასაწყისიდან საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა | Business & Economics | ||
ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში საქართველო-რუსეთის ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაფიქსირდა, მთავრობის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია, - განაცხადა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ. მისი თქმით, საქართველომ არა მხოლოდ გამოწვევები დაძლია, არამედ 2010 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური ზრდა აჩვენა. „2010 წელს მშპ-ს რეალურმა ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. საჭიროა აღინიშნოს, რომ ზრდა მშპ-ს პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაფიქსირდა. განსაკუთრებული ზრდა იყო გადამამუშავებელ მრეწველობაში (20.3%), ფინანსურ სექტორში (14.7%), ვაჭრობაში (14.1%), სასტუმრო და სარესტორანო ბიზნესში (12.9%). ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და 2011 წლის ექვსი თვის მონაცემებით მშპ-ს ზრდამ 5.2% შეადგინა“, - განაცხადა მინისტრმა. ქობალია ირწმუნება, რომ ეკონომიკური ზრდის წყალობით ქვეყანაში უმუშევრობა შემცირდა: შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მეტმა ადამიანმა სტაბილური შემოსავალი მიიღო, რაც, მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „ამას გარდა, გაიზარდა ხელფასები, საშუალოდ, 13.6%-ით. პოზიტიური ტენდენციები ბიზნესის განვითარების სფეროშიც აღინიშნა: 2010 წელს წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 14.2%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ქობალიამ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3901.html
| |||
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:35 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.