 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| მამუკა არეშიძე: ომი რუსეთმა მოამზადა, საქართველომ კი ბრძოლა დაიწყო | | Georgian News |
კონდოლიზა რაისის განცხადება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა საშუალება მისცა რუსეთს ჩაეთრიათ იგი 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციაში, უნისონში მიდის იმ გამონათქვამებთან, რომლებიც მანამდე საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა გააკეთეს, მიაჩნია ექსპერტს მამუკა არეშიძეს, იუწყება “GHN“. „მე ამას ხაზს ვუსვამ და ამაში არაფერია გასაკვირი. უბრალოდ საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ელიტას არანაირად არ სურს აღიარება იმისა, რომ მათ არა იმდენად ომი დაიწყეს, არამედ ის, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც რუსეთის პროვოკაციას აჰყვნენ“, - თქვა არეშიძემ „GHN“-თან საუბრისას.
|
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:25 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი არჩევნებისაგან ფარსს აწყობს | | World News |
„ვლადიმირ პუტინი საამომრჩევლო პროცესს ფარსად აქცევს“, - განაცხადა ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, უწოდა რა რუსი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „უხეირო იდეა“, - იუწყება “GHN“. თავისი პოლიტიკური მემუარების პრეზენტაციაზე სააგენტო „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაისმა ასევე გამოთქვა შიშები იმისა, რომ თუ პუტინი კრემლში დაბრუნდება, რუსეთში გამორიცხული არ იქნება მასიური მღელვარებები. მან დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2012 წლის მარტში პუტინი პრეზიდენტი გახდება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი კიდევ უფრო მოახდენს ხელისუფლების ცენტრალიზაციას თავის ხელებში, გააძლიერებს რა ზეწოლას ოპოზიციაზე, გადმოსცემს აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივნის სიტყვებს სააგენტო რეიტერი.
|
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:19 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ამერიკელი მილიონერები მათთვის გადასახადების გაზრდას მოითხოვენ | | Business & Economics |
რამდენიმე ათეული ამერიკელი მილიონერი მათთვის გადასახადების გაზრდის მოთხოვნით კონგრესში ჩავიდა, იტყობინება CNNMoney. მათ სურთ, რომ კანონმდებლებმა გააუქმონ საგადასახადო არდადეგები მდიდრებისთვის, რომლებიც წინა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა შემოიღო, ხოლო ზოგიერთი მათგანი საგადასახადო დაბეგვრის საერთო ზრდას მოითხოვს. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ვაშინგტონში ე. წ. სუპერკომიტეტს შეხვდებიან, რომელმაც საგადასახადო რეფორმა უნდა განახორციელოს. აღნიშნული სტრუქტურის ამოცანაში შედის გეგმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს ბიუჯეტს, უახლოეს 10 წელიწადში 1.2 ტრილიონი დოლარის ეკონომია გააკეთოს. კანონპროექტი 23 ნოემბრამდე უნდა იქნას მიღებული.
|
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:18 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|