aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ნიუ-იორკში დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვმა 300 მიაღწია World News  World News 
ნიუ-იორკში გამართული დემონსტრაციისას ,,დაიკავე იოლ-სტრითი"  დაკავებული იქნა 300-ზე მეტი მონაწილე, იტყობინება  Associated Press. ამავე დროს  The New York Times ცნობით დაკავებულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია - 240 აქციის მონაწილე. სულ 17 ადამიანია დაშავებული  - 7 პოლიციელი და 10 აქტივისტი.
Posted by Legatuss | 18 Nov 2011, 18:47 | comments | Score: 0 | Read More...
 
 მამუკა არეშიძე: ომი რუსეთმა მოამზადა, საქართველომ კი ბრძოლა დაიწყო Georgian News  Georgian News 
კონდოლიზა რაისის განცხადება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა საშუალება მისცა რუსეთს ჩაეთრიათ იგი 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციაში, უნისონში მიდის იმ გამონათქვამებთან, რომლებიც მანამდე საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა გააკეთეს, მიაჩნია ექსპერტს მამუკა არეშიძეს, იუწყება “GHN“. „მე ამას ხაზს ვუსვამ და ამაში არაფერია გასაკვირი. უბრალოდ საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ელიტას არანაირად არ სურს აღიარება იმისა, რომ მათ არა იმდენად ომი დაიწყეს, არამედ ის, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც რუსეთის პროვოკაციას აჰყვნენ“, - თქვა არეშიძემ „GHN“-თან საუბრისას.
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:25 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 გილაური: „საბანკო სფეროში უფრო მეტად იზრდება დანაზოგების, ვიდრე ვალების მოცულობები" Business & Economics  Business & Economics 
გამოცემა „ეკონომისტის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოვიდა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და აღნიშნა, რომ 2008 წლის კრიზისის დროს საქართველო უფრო დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, ვიდრე დღეს.
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:23 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს საქართველოსთვის 1 მილიარდს ვთავაზობდი Georgian News  Georgian News 
2004 წელს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის 1 მილიარდს სთავაზობდა, იტყობინება “GHN“.
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:23 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბიძინა ივანიშვილი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს მალე არ დაუბრუნდება Georgian News  Georgian News 
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია, თუმცა არაფრის გამორიცხვა შეიძლება, მიაჩნია ბიძინა ივანიშვილს, იუწყება “GHN“.
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:22 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიო ბანკი საქართველოს ნეგატიური საერთაშორისო პროცესების გავლენის შესახებ აფრთხილებს Business & Economics  Business & Economics 
ქართული ეკონომიკა ღია არის, რაც მასზე მსოფლიო ეკონომიკაში არსებული ნეგატიური პროცესების ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს, განაცხადა მსოფლიო ბანკის ამიერკავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ასად ალამმა. იგი თბილისის სასტუმრო „რედისონში“ გამოცემა „ეკონომისტის“ კონფერენციაში მონაწილეობს.
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:21 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 თბილისის მერიამ ბრიჯიტ ბარდოს უპასუხა Georgian News  Georgian News 
თბილისის მერია ცხოველთა უფლებების ცნობილი დამცავის, მსახიობის ბრიჯიტ ბარდოს კრიტიკულ წერილს გამოეხმაურა და წერილი გაუგზავნა. მასში აღნიშნულია, რომ თბილისის ხელისუფლებები ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს ატარებენ.
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:20 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბენდუქიძე: მენტალურად და პოლიტიკურად საქართველო ევროპის ნაწილია Business & Economics  Business & Economics 
„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელი კახა ბენდუქიძე ევროპულ ბიუროკრატიას აკრიტიკებს. როგორც ბენდუქიძემ დღეს, 17 ნოემბერს, გამოცემა „ეკონომისტის“ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თბილისში ტარდება, ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად საქართველო ევროპის ნაწილია.
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:20 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი არჩევნებისაგან ფარსს აწყობს World News  World News 
„ვლადიმირ პუტინი საამომრჩევლო პროცესს ფარსად აქცევს“, - განაცხადა ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, უწოდა რა რუსი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „უხეირო იდეა“, - იუწყება “GHN“. თავისი პოლიტიკური მემუარების პრეზენტაციაზე სააგენტო „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაისმა ასევე გამოთქვა შიშები იმისა, რომ თუ პუტინი კრემლში დაბრუნდება, რუსეთში გამორიცხული არ იქნება მასიური მღელვარებები. მან დაამატა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2012 წლის მარტში პუტინი პრეზიდენტი გახდება, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი კიდევ უფრო მოახდენს ხელისუფლების ცენტრალიზაციას თავის ხელებში, გააძლიერებს რა ზეწოლას ოპოზიციაზე, გადმოსცემს აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივნის სიტყვებს სააგენტო რეიტერი.
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:19 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ამერიკელი მილიონერები მათთვის გადასახადების გაზრდას მოითხოვენ Business & Economics  Business & Economics 
რამდენიმე ათეული ამერიკელი მილიონერი მათთვის გადასახადების გაზრდის მოთხოვნით კონგრესში ჩავიდა, იტყობინება CNNMoney. მათ სურთ, რომ კანონმდებლებმა გააუქმონ საგადასახადო არდადეგები მდიდრებისთვის, რომლებიც წინა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა შემოიღო, ხოლო ზოგიერთი მათგანი საგადასახადო დაბეგვრის საერთო ზრდას მოითხოვს. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ვაშინგტონში ე. წ. სუპერკომიტეტს შეხვდებიან, რომელმაც საგადასახადო რეფორმა უნდა განახორციელოს. აღნიშნული სტრუქტურის ამოცანაში შედის გეგმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს ბიუჯეტს, უახლოეს 10 წელიწადში 1.2 ტრილიონი დოლარის ეკონომია გააკეთოს. კანონპროექტი 23 ნოემბრამდე უნდა იქნას მიღებული.
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:18 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian