aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ამერიკელი მილიონერები მათთვის გადასახადების გაზრდას მოითხოვენ Business & Economics  Business & Economics 
რამდენიმე ათეული ამერიკელი მილიონერი მათთვის გადასახადების გაზრდის მოთხოვნით კონგრესში ჩავიდა, იტყობინება CNNMoney. მათ სურთ, რომ კანონმდებლებმა გააუქმონ საგადასახადო არდადეგები მდიდრებისთვის, რომლებიც წინა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა შემოიღო, ხოლო ზოგიერთი მათგანი საგადასახადო დაბეგვრის საერთო ზრდას მოითხოვს. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ვაშინგტონში ე. წ. სუპერკომიტეტს შეხვდებიან, რომელმაც საგადასახადო რეფორმა უნდა განახორციელოს. აღნიშნული სტრუქტურის ამოცანაში შედის გეგმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს ბიუჯეტს, უახლოეს 10 წელიწადში 1.2 ტრილიონი დოლარის ეკონომია გააკეთოს. კანონპროექტი 23 ნოემბრამდე უნდა იქნას მიღებული.



როგორც კალიფორნიელმა მილიონერმა დუგ ედვარდსმა განაცხადა, „თუ თქვენ წელიწადში ერთ მილიონზე მეტ დოლარს გამოიმუშავებთ, მეტი გადასახადი უნდა გადაიხადოთ“.


იმ მილიონერთა ჯგუფი, რომლებიც მდიდრებისთვის გაზრდილ საგადასახადო დაბეგვრას მოითხოვენ, ერთი წლის წინ Google-ის რამდენიმე თანამშრომელმა შექმნა. მოგვიანებით მას რამდენიმე ცნობილი პიროვნება შემოუერთდა, მათ შორის ეკონომისტი ნურიელ რუბინი, სერიალ „სოპრანოს კლანის“ ვარსკვლავი ედი ფალკო და რეჟისორი აბიგაილ დისნეი.


იმაზე, რომ გადასახადების გაზრდაა აუცილებელი, მიმდინარე წელს მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, მილიარდერმა უორენ ბაფეტმა განაცხადა. იგი ამას იმით ხსნიდა, რომ ნაკლებად უზრუნველყოფილი ამერიკელები ფაქტობრივად საკუთარი შემოსავლის უფრო დიდ ნაწილს იხდიან, ვიდრე მდიდრები.


ბაფეტის იდეა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მილიონერებმაც დაუჭირეს მხარი. კერძოდ, საფრანგეთში მსხვილმა ბიზნესმენებმა ასევე მოითხოვეს მათი დაბეგვრა უფრო მაღალი გადასახადით.


აშშ-ში გადასახადების გაზრდის აუცილებლობა ბიუჯეტის კოლოსალური დეფიციტით არის გამოწვეული, რომელიც ბოლო სამ წელიწადში სტაბილურად აჭარბებდა ტრილიონ დოლარს. შედეგად მიმდინარე წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალმა 15 ტრილიონ დოლარს მიაღწია და აშშ-ის მშპ-ის 100-პროცენტიან მაჩვენებელზე უფრო მაღლა აღმოჩნდა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3934.html
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:18 | News »
 

"ეკონომიკა: ამერიკელი მილიონერები მათთვის გადასახადების გაზრდას მოითხოვენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian