პოლიტიკა: კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი არჩევნებისაგან ფარსს აწყობს | ![]() | World News | |
![]() „მაგრამ ვლადიმირ პუტინსაც კი მოუწევს ზოგიერთ დაბრკოლებასა და თანამედროვე რეალობის გამოვლინებასთან შეჯახება“, - აღნიშნა რაისმა. მისი თქმით, რუსებმა, რომლებიც კარგად ორიენტირდებიან მსოფლიო მოვლენებში ინტერნეტში მოგზაურობის წყალობით, შესაძლოა ვერც მოითმინონ პოლიტიკური რეპრესიები, გადმოსცემს ბი-ბი-სი. რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბი-ბი-სის შეატყობინა, რომ პუტინის პრეს-სამსახურში კონდოლიზა რაისის განცხადებებს განიხილავენ და ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. 24 სექტემბერს „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პუტინს პრეზიდენტად კენჭის ყრა შემოთავაზა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მზად არის მთავრობას სათავეში ჩაუდგეს. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტის კანდიდატებში პრემიერის წამოყენების შესახებ 27 ნოემბერს პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებენ. კონდოლიზა რაისს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ პუტინის დროს სხვაგვარად აზროვნებას საზოგადოებაში, ალბათ, ჩაახშობენ. მაგრამ თუ „იგი ამ გზას გაჰყვება, არის მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ დაიწყება მასიური მღელვარებები“. პასუხობდა რა შეკითხვას რუსეთში უცხოური ინვესტიციების შესახებ, რაისმა თქვა, რომ „რუსეთში შეთანხმებითი ურთიერთობები შეიძლება პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით იცვლებოდეს, რაც რამდენჯერმე მომხდარა“. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „დიდი პატივი არ არსებობს“ რაისი წერს მუშაობის შესახებ პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის რესპუბლიკურ ადმინისტრაციაში და მრავალ მსოფლიო პოლიტიკოსს აღწერს. ამჟამად იგი სტენფორდის უნივერსიტეტში ასწავლის. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3935.html
| |||
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:19 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.