ნიუ-იორკში დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვმა 300 მიაღწია | World News | ||
ნიუ-იორკში გამართული დემონსტრაციისას ,,დაიკავე იოლ-სტრითი" დაკავებული იქნა 300-ზე მეტი მონაწილე, იტყობინება Associated Press. ამავე დროს The New York Times ცნობით დაკავებულთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია - 240 აქციის მონაწილე. სულ 17 ადამიანია დაშავებული - 7 პოლიციელი და 10 აქტივისტი.
ნიუ-იორკში გამართულ აქციაში სულ მონაწილეობა მიიღო ათასზე მეტმა ადამიანმა. პირველად აქიტივისტებმა მოაწყვეს
მსვლელობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მიმართულებით, შემდეგ შეეცადნენ ხელი შეეშალათ მეტროპოლიტენის მუშაობისათვის. აქტივისტთა მცირე ჯგუფმა კი შეძლო პოლიციელთა მიერ გადაკეტილი ბრუკლინის ხიდზე გადასვლა. ადგილი ჰქონდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებასაც. ნიუ-იორკში 17 ნოემბერი გამოცხადებული იქნა როგორც ,,მოქმედების გლობალურ დღედ". ამ დღეს მოძრაობა ,,დაიკავე უოლ-სტითი", რომელიც მიმართულია სოციალური და ეკონიმიკური უსამართლობის წინააღმდეგ, შეუსრულდა 2 თვე. ამ დღეს აშშ-ს სხვა ქალაქებშიც სოლიდარობის აქცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ რამოდენიმე ასეული დემონსტრანტი იქნა დაკავებული. ლას-ვეგაში 20-მდე ადამიანი იქნა დაკავებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. ამავე რაოდენობითა არის დაავებული პორტლენდში, ხოლო 10-მეტი დემონსტრანტი იქნა დაკავებული სენტ-ლუისში და მინეაპოლისში. საპროტესტო აქცია აგრეთვე გაიმართა ლოს-ანჯელესში (აქ დემონტსტრანტთა რიცხვი შეადგენდა დაახლოებით 500 ადამიანს), ვაშინგტონში, ფილადელფიაში, ჩიკაგოში, სიეტლში და სხვა ქალაქებში. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3943.html
| |||
Posted by Legatuss | 18 Nov 2011, 18:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.