 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| 2012 წელს გეიმერებისთვის მომავალი დადგება | | World News |
Sony-ისადაMicrosoft-ის ახალი თაობის სათამაშო კონსოლები უკვე შემუშავებაშია და იმაზე უფრო ადრე შეიძლება გამოჩნდეს, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. როგორც ბლოგი Edge სანდო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, პროექტებზე უკვე აქტიური მუშაობა წარმოებს. კერძოდ, კომპანია Ubisoft Montreal-ის ოფისში უკვე რაღაც დროა, შემუშავებაშია პროგრამული უზრუნველყოფა Xbox 360-ის მიმდევრისთვის, რომელსაც ხალხში Xbox 720 უწოდეს. კონსოლის წინასწარი ვერსიები კომპანიის ოფისებში შობისთვის უნდა შემოვიდეს. აქედან გამომდინარეობს, რომ 2012 წლის ბოლოსთვის კონსოლი შეიძლება გაყიდვაში შემოვიდეს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ეს ინფორაცია ჭორების დონეზე რჩევა, რომელთა უტყუარობის პროცენტს Edge-ის რეპუტაცია ზრდის. Ubisoft-ში ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარებზე ოფიციალურ უარს ამბობენ.
|
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 19:43 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| გურგენიძე: „ევროპის კრიზისი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის“ | | Business & Economics |
უცხოური ბანკების დაინტერესებულობა საქართველოთი საქართველოს ეკონომიკური აღორძინებით არის გამოწვეული. ამის შესახებ აცხადებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე. შეგახსენებთ, რომ უმსხვილესმა გერმანულმა „კომერცბანკმა“ საქართველოში თავისი წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მიიღო. უახლოეს მომავალში საქართველოში ფილიალის გახსნას აზერბაიჯანული „პაშა ბანკიც“ გეგმავს. გურგენიძის თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ევროპის კრიზისი და დღევანდელი ვითარება ხელს ვერ შეუშლიან, რაც ქართულ ბაზარს უცხოური ბანკებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
|
Posted by Drakula | 18 Nov 2011, 18:48 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|