პოლიტიკა: თბილისის მერიამ ბრიჯიტ ბარდოს უპასუხა | Georgian News | ||
თბილისის მერია ცხოველთა უფლებების ცნობილი დამცავის, მსახიობის ბრიჯიტ ბარდოს კრიტიკულ წერილს გამოეხმაურა და წერილი გაუგზავნა. მასში აღნიშნულია, რომ თბილისის ხელისუფლებები ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ რეფორმებს ატარებენ. მერიის პასუხში აღნიშნულია, რომ უკვე დაწყებულია თავშესაფრის მშენებლობა მოხეტიალე ცხოველებისათვის. შეძენილია სპეციალური ტექნიკა და ტრანსპორტი, რომელიც თავშესაფარში ცხოველთა ცივილურ მიყვანას უზრუნველყოფს. „ჩვენ გარშემომყოფთათვის ცხოველთა საშიშროების განსაზღვრასთან დაკავშირებით გამოკვლევები ვუზრუნველყვეთ და ცოფიანობის დადასტურების შემთხვევაში ასეთი ცხოველების დაძინება უზრუნველყოფდება. ასევე საქართველოში ცხოველთა უფლებების დაცვის თაობაზე მოლაპარაკებები წარმოებს მრავალრიცხოვან არამსათავორობო ორგანიზაციებთან, რათა მომავალში ერთობლივად დავნერგოთ მოხეტიალე ცხოველებთან ურთიერთობის, მათ კასტრაციასა და სტერილიზაციასთან დაკავშირებული ცივილური და ჰუმანური მეთოდები“, - აღნიშნულია მერიის პასუხში. რამდენიმე დღის წინ ბარდომ თბილისის მერს გიგი უგულავას ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოხეტიალე ცხოველებთან ბრძოლის არაჰუმანურ და არაცივილურ მეთოდებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. მას განსაკუთრებით მოხეტიალე ცხოველების მოკვლა აღელვებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3937.html
| |||
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.