ეკონომიკა: ბენდუქიძე: მენტალურად და პოლიტიკურად საქართველო ევროპის ნაწილია | Business & Economics | ||
„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელი კახა ბენდუქიძე ევროპულ ბიუროკრატიას აკრიტიკებს. როგორც ბენდუქიძემ დღეს, 17 ნოემბერს, გამოცემა „ეკონომისტის“ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც თბილისში ტარდება, ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად საქართველო ევროპის ნაწილია. „თუმცა, მე მინდა იმ ევროპის ნაწილი ვიყო, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კაპიტალბრუნვის პრინციპებს ეფუძნება. არსებობს სხვა ევროპაც, რომელიც ბიუროკრატიული არსებაა და იმით არის შემოფარგლული, თუ როგორი უნდა იყოს გადასახადი და როგორი ფორმის უნდა იყოს კიტრი. ასეთი ევროპა არ მინდა. იგი აგონიაში იმყოფება. კრიზისში კი ის ევროპა იმყოფება, რომელიც ზედმეტად განამტკიცებს ბიუროკრატიის წესებს“, - აღნიშნა ბენდუქიძემ. მისივე თქმით, საქართველო არ უნდა იყოს იმ ევროპის ნაწილი, სადაც პატარა საბერძნეთის პრობლემა კრიზისსა და პრობლემებს დანარჩენი ევროპული ნაწილის ეკონომიკაში წარმოშობს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3936.html
| |||
Posted by Drakula | 17 Nov 2011, 19:20 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.