პოლიტიკა: სააკაშვილი: ჩვენი კეთილდღეობა ევროპის აღორძინებაზეა დამოკიდებული | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და პოლონეთის პრემიერმა ერთად გაიარეს კრინიცას ქუჩებზე, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ურთიერთობდნენ და ფოტოსურათებს იღებდნენ. ოთხშაბათს, 7 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ლიდერთა მე-6 ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში პოლონეთის ქალაქ ნოვა-სონჩში, რომელიც კრინიცაში მე-18 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პარტნიორული პროგრამაა. კრინიცაში ფორუმის ძირითადი მიზანი, რომელშიც დაახლოებით 300 სტუმარი და სხვადასხვა რანგის ლიდერი მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყნიდან მონაწილეობს, დახმარების გაწევაა სუსტი რეგიონებისა და პარტნიორებისათვის, ასევე ევროკავშირის შიდა განვითარებაა. უახლოეს მომავალში საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებში სერიოზულ გარღვევას ელოდება, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ფორუმზე. მისი თქმით, ამ თვის ბოლოში პოლონეთში შედგება აღოსავლური პარტნიორობის სამიტი, ამიტომ მის ამჟამინდელ ვიზიტს ქვეყანაში დიდი მნიშვნელობა აქვს. „საქართველოსთვის ამჟამინდელი შემოდგომა იქნება ევროპული როგორც არასდროს: ვფიქრობ, უკვე სექტემბერ-ოქტომბერში და წლის ბოლომდე ჩვენ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით სერიოზული გარღვევა გვექნება. ამიტომ მე ჩვენი მეგობრის, პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის დაპატიჟება მივიღე აქ ჩამოსვლის თაობაზე, რათა წინასწარ განვიხილო, როგორ უნდა ერთობლივად მოქმედება ამ მიმართულებით. „საქართველო ჯერ ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი კეთილდღეობა ევროპის აღორძინებაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენი უსაფრთხოება ეყრდნობა ევროპის ვალდებულებებებს საერთაშორისო სამართლისა და უფრო ძლიერი საგარეო პოლიტიკის წინაშე, რომ ჩვენ იმავე გემზე ვართ, რომელზეც თქვენ იმყოფებით“, - მიმართა ფორუმის მონაწილეებს სააკაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3375.html
| |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 19:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.