aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სარკოზმა მეორე ვადისთვის თავისი შანსები გაზარდა World News  World News 
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლაი სარკოზისადმი ნდობამ მაქსიმუს 2010 წლის სექტემბერში მიაღწია.



Institut francais d'opinion publique (IFOP)-ის სოციოლოგების გამოკვლევის თანახმად, სექტემბერში პრეზიდენტის მუშაობა  გამოკითხულთა 37%-მა მოიწონა. შედარებისთვის, The Daily Telegraph-ის მონაცემების თანახმად, 2011 წლის აპრილში სარკოზისადმი ნდობა გამოკითხულთა 30%-მა გამოხატა.


 IFOP-ს ექსპერტების შეხედულებით, სარკოზისადმი ნდობის ზრდა რამოდენიმე ფაქტითაა განპირობებული. უპირველეს ყოვლისა, ფრანგების უმეტესობა დადებითად მოეკიდა პრეზიდენტის მიერ მუამარ კადაფის მოწინააღმდეებისადმი მხარდაჭერას გამოცხადებას. შემდეგ მეორე ის, რომ მოქალაქეებმა დადებითად შეაფასეს სარკოზის მისწრაფება შეემცირებინა ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფოს ვალი.  მესამე გარემოება კი  არის პრეზიდენტის მეუღლის კარლა ბრუნის ფეხმძიმობა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც სოციალისტების პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდანტის დომინიკ სტროს კანის  ირგვლივ სექსუალური სკანდალი არსებობს.


გამოკითხვის შედეგად, სოციალისტების აზრით, პრეზიდენტის შანსები 2012 წლის არჩევნებისთვის გაუმჯობესდა. მიუხედავად ამის, ჯერჯერობით სარკოზი პოპულარობით სოციალისტური პარტიის კანდიდანტს ფრანსია ოლანდს ჩამორჩება.


 IFOP-ის ივლისის გამოკითხვის თანახმად, სარკოპისთვის ხმის მიცემის სურვილი ამომრჩეველთა 22%-მა გამოხატა, მაშინ როდესაც ოლანდისთვის ხმის მიცემა 26% მოისურვა. ასევე, სოციალისტბმა ერთმანეთს შეადარეს ნიკოლაი სარკოზისა და სოციალისტური პარტიის სხვა წარმოამდგენლების შანსები. იმ შემთხვევაში თუ სოციალისტები მარტინ ობრის კანდიდანტურას წარმოადგენენ საპრეზიდენტო არჩევნებში, იგი სარკოზს ხმათა 23 პროცენტით მოუგებს, ეს უკანასკნელი კი ხმათა მხოლოდ 21,5 პროცენტს მოაგროვებდა.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3368.html
Posted by consul | 07 Sep 2011, 20:00 | News »
 

"პოლიტიკა: სარკოზმა მეორე ვადისთვის თავისი შანსები გაზარდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian