საზოგადოება: საქართველოს მოქალაქეები ნაღდი ფულით გადახდას ანიჭებენ უპირატესობას | ![]() | Business & Economics | |
![]() საშუალო შემოსავლის მქონე თბილისელის საფულეში დღეში 20 ლარი დევს. უმრავლესობა არასდროს ამბობს უარს ხურდა ფულზე. ამასთან ერთად, ხურდა ფოლის ქონა უფრო უყვართ ქალებს, ვიდრე მამაკაცებს. ბოლო წლებში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდა პლასტიკური ბარათებით შეიძლება. ერთი თვის წინ მგზავრობის გადახდა სპეციალური ბარათებით მიკროავტობუსებშიც გახდა შესაძლებელი. გამოკითხულთა 60%-ის აზრით, ეს ხურდა ფულის გამოყენებას შეამცირებს. ბოლო წლებში გაცემული პლასტიკური ბარათების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წლის ივლისში პლასტიკური ბარათების რიცხვმა 252 967 შეადგინა, მათგან 102 661 მოქმედია. 2011 წლის ივლისში ბარათების რაოდენობამ 291 702 შეადგინა, მათგან 120 168 მოქმედია. თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა ნაღდი ფულით გადახდას ამჯობინებს. ისინი აცხადებს, რომ მათთვის პლასტიკური ბარათებით გადახდა მოუხერხებელია. „დარწმუნებული არა ვარ, რომ ყველა მაღაზიაში, სადაც საყიდლებისთვის მივდივარ, საბანკო ტერმინალი იქნება. ამიტომ, ზედმეტი პრობლემები რომ არ მქონდეს, ნაღდი ფული დამაქვს“, - ამბობს გიორგი ლობჟანიძე. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3370.html
| |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 19:32 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.