პოლიტიკა: ლეიბორისტები: ლეპტოპები პირველკლასელებისათვის მშობლებს 700 ლარი დაუჯდებათ | Georgian News | ||
ლეიბორისტები ირწმუნებიან, რომ ლეპტოპები პირველკლასელებისათვის მშობლებს 700 ლარი დაუჯდებათ. როგორც გუშინ 7 აგვისტოს, პრეს-კონფერენციაზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, პირველკლასელებისათვის კომპიუტერთა დარიგების დროს მშობლებს აიძულებენ შეთანხმების ხელმოწერას იმის თაობაზე, რომ ოთხი წლის შემდეგ მათ კომპიუტერები დაზიანებების გარეშე უნდა დააბრუნონ. ლეპტოპის დაზიანების შემთხვევაში მათ 700 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ძაგანიას განმარტებით, შეუძლებელია, რომ 6-7 წლის ბავშვმა კომპიუტერით ისარგებლოს ისე, რომ არ დააზიანოს იგი, მითუმეტეს, რომ მოცემულ კომპიუტერებს საქართველოში აწყობენ და ისინი ძალიან უხარისხოა. „აღნიშნული ტექნიკის თვითღირებულება 100 ლარს არ აღემატება და რამდენიმე თვეში ისინი ისედაც მწყობრიდან გამოდის. 4 წელიწადში მწყობრიდან ყველაზე ხარისხიანი კომპიუტერები გამოდის. ეს ყველაფერი კორუფციული სქემის ნაწილია. როგორც ხედავთ, თითქოს-და უფასო კომპიუტერებისთვის, რომელთა თვითღირებულება 100 ლარს შეადგენს, მშობლებს 700 ლარის გადახდას აიძულებენ. ამასთან, შეთანხმებაში მითითებული არ არის, როგორი დაზიანების შემთხვევაში არიან ვალდებულენი მშობლები გადაიხადონ ჯარიმა“, - აღნიშნა ძაგანიამ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3376.html
| |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 20:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.